სააგენტო „ფოსტალიონს“ აცნობეს, რომ ჩოხოსნები, ამ დღეებში ჩოხოსან რაინდად თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით თევზაძეს აკურთხებენ. ამ ჩინის მოსაპოვებლად პირველი მოთხოვნა ჩოხის ტარება ყოფილა. „დათოს ხშირად აცვია ჩოხა და ნამდვილი რაინდი ადამიანიც არის – მოქეიფე, კარგი თამადა. მაგან ინგლისურად ითამადა, გაგიჟდებოდით“ _ მოგვიყვნენ ჩოხოსნები. ბატონ დათოს ჟურნალისტები და აქედან გამომდინარე საზოგადოება მინისტრობის პერიოდიდან ზედმეტად სიტყვაძვირ ადამიანად იცნობდნენ, იგი თითქმის არ ლაპარაკობდა და მხოლოდ „ხო“, „არათი“ შემოიფარგლებოდა, მაგრამ თურმე საქმე ისე არ ყოფილა, როგორც გვეგონა…
ასეა თუ ისე, ფაქტია რომ ჩოხოსანთან არმიას თავდაცვის ექსმინისტრიც ემატება.
Facebook Comments Box