პოლიტიკა საგარეო პოლიტიკა

პირზე მომდგარსა სიტყვასა განა სუყველას თქმა უნდა

Nusagi

მეც არ მომეწონა, რაც ვთქვი, თუმცა თუ შეფასებებში ვიდავებთ, შემიძლია, ნებისმიერ ადამიანს შევეკამათო. საერთო ჯამში, ეს ჩემი მხრიდან სათქმელი, ალბათ, არ იყო“-განაცხადა პრემიერმინისტრმა დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. ამას წინ უსწრებდა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ პირველი არხის ეთერში:” ის, განცხადება, რაც მან გააკეთა მთავრობის სხდომაზე, აბსოლუტურად მიუღებელი იყო და შეეშალა. ემოციებს უნდა მოთოკვა და აჩვენა, რომ ნაკლები პოლიტიკური პრაქტიკა აქვს გავლილი. ეს გამომჟღავნდა. მეც ვუწუნებ პოლიტიკურ სიმწიფეს” შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ალასანიას „ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური“ უწოდა. მე, ზოგადად, მიყვარს პირდაპირი საუბარი“- ამბობს პრემიერმინისტრი და ალბათ, კახურ პირდაპირობაზე მაინიშნებს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გამოადგება პოეტის რჩევა:

“თეთრსა და შავსა ღვინოსა
განა ორივეს სმა უნდა
პირზე მომდგარსა სიტყვასა
განა სუყველას თქმა უნდა”

Facebook Comments Box
თეგები

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,851 ნახვა
%d bloggers like this: