საზოგადოება

"ვაშინგტონ პოსტი" CIA ჯაშუშის, დავით ჭავჭავაძის შესახებ.

Nusagi

8 ნოემბერს ამერიკულმა გამოცემა “ვაშინგტონ პოსტმა ” გამოაქვეყნა სტატია სათაურით : ” დავით ჭავჭავაძე, ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს  ჯაშუში  რუსული სამეფო წარმომავლობით, გარდაიცვალა 90 წლის ასაკში”

david01p

,CIA -ს ოფიცერი,  დავით ჭავჭავაძე,  წლების განმავლობაში მუშაობდა იატაკქვეშა კავშირების დამყარებაზე  და  მისი ყოფილი სამშობლოდან  აგენტების გადმობირებაზე. მეორე მსოფლიო ომის  შემდეგ და ცივი ომის პერიოდში ის იმყოფებოდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში და აქტიურად მუშაობდა ამ მხრივ.

chavchavadze_web2

“სისხლით ის დაკავშირებული იყო რომანოვების დინასტიასთან, რომელიც რუსეთში მეფობდა 300 წლის განმავლობაში . დედამისი, ნინა რუსეთის მეფის, ნიკოლოზ 1-ის(1825-1855) შვილთაშვილი

200px-Princess_Nina_Georgievna_of_Russia

, ხოლო მამა,პავლე, საქართველოს უფლისწული იყო –  პირდაპირი შთამომავალი უკანასკნელი ქართველი მეფის, 1801 წელს გარდაცვლილი გიორგი მე-12-ის. “-წერს ვაშინგტონ პოსტი.

paul03p

“ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან დავით ჭავჭავაძე იმ ხალხის პოლიტიკურ მემკვიდრეებს ებრძოდა, ვინც თავის დროზე, რუსეთის მეფე , ნიკოლოზ მე-2 ცოლთან და 5 შვილთან ერთად დახვრიტა ერთ-ერთი სახლის სარდაფში ეკატერინბურგში, ურალის მთებში.”

როგორც გამოცემა წერს, დავით ჭავჭავაძის ბაბუა, თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძე 1931 წელს , ქართულ ციხეში დაუხვრეტიათ ბოლშევიკებს,მათ მისი  ბაბუაც დედის მხრიდან,  დიდი თავადი გიორგი მიხეილის ძეც, ნიკოლოზ პირველის შვილიშვილი, 1919 წელს ლენინგრადში დაუსჯიათ სიკვდილით

modernalexanderq

თავადი ალექსანდრე ჭაჭვავაძე დასთან, სოფიო ჭავჭავაძესთან და შვილებთან ერთად.

mariedukegeorgep

გიორგი მიხეილის ძე ცოლთან ერთად.

.” თავის მემუარებში დავით ჭავჭავაძე ჯაშუშის კარიერას უკავშირებს მის უდიდეს სურვილს ემუშავა საერთაშორისო კომუნიზმის  საფრთხეების წინააღმდეგ ”  დავით ჭავჭავაძე 1924 წელს, ლონდონში დაიბადა. სადაც მისმა მშობლებმა თავი შეაფარეს რუსეთში მომხდარი რევოლუციის შემდეგ. მამამისი  მწერალი იყო, ასევე .ქართულიდან ინგლისურად თარგმნიდა სხვადასხვა ნაწარმოებებს . 1927 წელს ოჯახი ნიუ იორკში გადავიდა საცხოვრებლად. იქ მიიღო განათლება დავითმა.

8896a

დავით ჭავჭავაძის მშობლები

“მეორე მსოფლიო ომის დროს  დავით ჭავჭავაძე იძულებული გახდა,  შეეწყვიტა სწავლა იელის უნივერსიტეტში და ალიასკაზე წასულიყო ამერიკის შეიარაღებულ ძალებთან  ერთად. იქ მან გაიცნო ალიასკაზე დისლოცირებული საბჭოთა ჯარისკაცები, რომლებიც მას მისი მეფური სისსხლის გამო “ამხანაგ პრინცს” ეძახდნენ.”-წერს “ვაშინგტონ პოსტი.”

david02p

 

marianelldavidq

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,953 ნახვა
%d bloggers like this: