სპორტი

"შენი ძმა მე მებრძვის, თქვენ კი ინტრიგა გაინტერესებთ"

[google-translator]

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ გადაცემა “ფეხბურთის დრო” დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვა. ინტერვიუს დაწყებისთანავე იგრძნობოდა დაძაბული ფონი რესპოდენტსა და გადაცემის წამყვან, გიორგი ყიფიანს შორის, რომელიც დიდი ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის შვილია. ქეცბაია ცდილობდა, უკმაყოფილება გამოეთქვა  წამყვანის ძმის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ლევან ყიფიანის მიმართ, რის საშუალებასაც გიორგი ყიფიანი არ აძლევდა.   საბოლოოდ, ქეცბაიამ მიკროფონი მოიხსნა და კადრიდან გავიდა. “თქვენ ეხლა  ინტრიგა გაინტერესებთ და მე ინტრიგა არ მაინტერესებს “-თქვა მან წასვლისას.

Facebook Comments