ახალი დამატებული

მოსკოვში შხამიანი გაზის გაჟონვა მოხდა

Nusagi

მოსკოვის ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთაღმოსავლეთი რაიონები გოგირდწყალბადის ნისლშია გახვეული. ვარაუდობენ, რომ მიზეზი შეიძლება იყოს გაუმართაობა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, თუმცა გაზპრომნეფტის პრესსამსახურის განცხადებით, ინფორმაცია ქარხანაში ავარიის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

pic_55dd616d5c5f95791294ff4e7fb3e28e

ეკოლოგები ამბობენ, რომ გოგირდწყალბადით ინტოკსიკაცია საკმაოდ ცუდად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ეს ნერვულ სისტემაზე მოქმედი საწამლავია, რომელიც იწვევს ძლიერ თავის ტკივილს, გულის რევას, ღებინებას. მნიშვნელოვანი კონცენტრაციის პირობებში კი შესაძლებელია სასუნთი გზების პარალიზება , საქმე შეიძლება ლეტალურ დასასრულამდეც კი მივიდეს, თუმცა დამოუკიდებელი ეკოლოგიური ექსპერტების ტექნიკური დირექტორის თქმით, საქმე ალბათ არ მივა აქამდე და ქალაქის მცხოვრებლები უსიამოვნო შეგრძნებებით შემოიფარგლებიან.  ერთერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც კარგად ჩანს საცხოვრებელ რაიონში ატმოსფეროს მდგომარეობა.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,939,037 ნახვა
%d bloggers like this: