პოლიტიკა სოციალური ქსელები და მედია

ცნობადი სახეები, რომლებიც 15 ნოემბრის აქციას უერთდებიან.

Nusagi

[google-translator]

ინტერნეტში ვრცელდება 15 ნოემბერს, ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციის მხარდასაჭრი ვიდეოები. ადამიანები, რომელთა შორის რამდენიმე სასულიერო პირი და ცნობილი სახეცაა, 15 ნოემბრის აქციაზე მათი მონაწილეობის აუცილებლობას ხსნიან. რუსეთის ანექსია -მათი თქმით, ეს არის ის უმთავრესი მიზეზი, რომლის გამოც ეს ადამიანები რუსთაველზე , საპროტესტო აქციაზე გავლენ. ბუბა კიკაბიძე, ხატია ბუნიათიშვილი, დიმიტრი ტატიშვილი, დეკანოზი ზაქარია ფერაძე  და სხვები 15 ნოემბერ, რუსთაველზე ერთად გააპროტესტებენ რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიას. (იხ. ვიდეოები)

“-ეს ანექსიაა, აბა რა არის, ყველა ნორმალური კაცი უნდა გავიდეს და დააფიქსიროს და ეს არაერთხელ უნდა მოხდეს”-ამბობს ვიდეოში ბუბა კიკაბიძე და აქციის პერმანენტულობის სურვილს გამოთქვამს.

 

-ამ კრიტიკულ მომენტში გადამწყვეტია ჩვენი ერთად დგომა-ამბობს პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი და ასევე ხაზს უსვამს, რომ ეს აქცია არის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად

 

დიმიტრი ტატიშვილი გამოთქვამს სურვილს, რომ საქართველომ აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო აღიარებულ ფარგლებში და უერთდება აქციას

 

მართალია, ვიდეოებში აქციის ორგანიზატორს, ნაციონალურ მოძრაობას არავინ ახსენებს, თუმცა ვიდეოების პარალელურად ეს ფოტოც აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელებში.

yk88w

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,851 ნახვა
%d bloggers like this: