ყოველ წელს, დიდ ბრიტანეთში და მსოფლიოს ყველა ბრიტანულ საელჩოში 11 ნოემბერთან ყველაზე ახლოს მყოფ კვირა დღეს ტარდება ხსოვნის (ზავის) დღე. წელს ეს დღე 9 ნოემბერს ჩატარდა. 8 და 9 ნოემბერს, ბათუმმა ბრიტანეთის ელჩ, ალექსანდრა ჰოლ ჰოლთან ერთად მთელ რიგ ღონისძიებებს უმასპინძლა. ორდღიანი ღონისძიების სერიის მიზანი იყო ხსოვნის კვირისა და ბათუმსა და ბრიტანეთს შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირების აღდგენა. 8 ნოემბერს ბრიტანეთის ელჩმა მემორიალური დაფა გახსნა იმ შენობაზე, რომელშიც მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთის საელჩო იყო განთავსებული. დაესწრო ბათუმის ცენტრში, ლონდონის მოედნისა და ტრადიციული ლონდონური წითელი სატელეფონო ჯიხურის გახსნას და უმასპინძლა საზეიმო მიღებას ბათუმსა და ბრიტანეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების აღსანიშნავად. 9 ნოემბერს კი ელჩმა, სამხრეთ კავკასიაში ბრიტანეთის სამხედრო ატაშემ და სხვა სტუმრებმა ამ რეგიონში დაღუპული ბრიტანელი ჯარისკაცების ხსოვნის საპატივსაცემოდ მემორიალი გახსნეს.
“უბედნიერესი ვარ, რომ ვიმყოფები ბათუმში ამ შაბათ-კვირას, განსაკუთრებით მადლიერი ვარ ბათუმის ადგილობრივი ხელისუფლების, მათი მხარდაჭერისა და ენთუზიაზმისთვის, რათა ბრიტანეთსა და საქართველოს შორის კავშირი კიდევ უფრო მყარი გახდეს.”-თქვა ბრიტანეთის ელჩმა.
მემორიალური დაფის გახსნა შენობაზე,რომელშიც ბრიტანეთის საკონსულო იყო განთავსებული XIX-XX საუკუნეებში
ტრადიციული ლონდონის სატელეფონო ჯიხურის გახსნა
ხსოვნის დღე 9 ნოემბერი
პირველ მსოფლიო ომში დაღუპული 68 ბრიტანელი ჯარისკაცის საფლავებზე, ბათუმში, სპეციალური მემორიალი გაიხსნა.
მემორიალის გახსნის გარდა, ტრადიციულად ამ წელსაც, ბრიტანეთის ელჩმა და მოწვეულმა სტუმრებმა საფლავები ყაყაჩოს გვირგვინებით შეამკეს.
საზეიმო მიღება ბათუმსა და ბრიტანეთს შორის არსებული ისტორიული და მეგობრული კავშირების აღსანიშნავად.