სოციალური ქსელები და მედია

გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს.

Nusagi
ეს ფოტო ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის თავის ოფიციალურ გვერდზე დადო  რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც ყოფილი ეკონომიკის მინისტრის და “თავისუფალი უნივერსიტეტის” დამფუძნებლის, კახა ბენდუქიძის გარდაცვალების ამბავი გავრცელდა.
გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს, თუმცა  ინტერნეტსივრცეში მაინც გაჩნდა ასეთი პოსტები:
დიდი ტირილი გამარტეს ნეტში. სამასხაროა ეს ყველაფერი. გამაგებინეთ ერთი, რა გააკეტა ეგეთი!!! ESM  იყიდა და გადაიტანა სხვაგან + ერთადერთი. – რამდენი?
ბენდუქიძემ ყველაზე მეტი იცოდა ჩვენში ჩატარებული”წარმატებული რეფორმებისა”და”პრივატიზაციის”შესახებ.ეს”რეფორმები”იყო ზუსტად მიშას სიმდიდრის წყარო.
სიკვდილი სულაც არაა ამნისტია
 როინ მიგრიაული-პროფესორი, გაკოტრების სამართლის სპეციალისტი: ” კახა ბენდუქიძე ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო. თავისი ნიჭიერების გამო იმსახურებდა პატივისცემას, მიუხედავად იმისა, რომ გაგვიუქმა ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული გაკოტრების სამართალი და შეგვიქმნა სრულიად უსისტემო “მახინჯი” გადახდისუუნარობის სამართალი”
არჩილ არჯევანიძე: “არ დაიდარდო ამ სიტყვების მთქმელი    ““სოფელში მცხოვრები მამაკაცები წავიდნენ შავ მუშებად, ქალები კი, – მეძავებად!”
 დავით ჯაკობიძე :       “ძალიან მეწყინა კახა ბენუქიძის გარდაიცვალება.
მას დიდ პატივს ვცემდი როცა მოსკოვში მოღვაწეობდა. ჩემი მეგობრები მარწმუნებდნენ მის განსაკუთრებულობაში. მჯეროდა და მეიმედებოდა, მიმაჩნდა ერისათვის საჭირო საქმეს გააკეთებდა.
საქართველოში მისი ჩამოსვლა, 2004 წლის დასაწყისში, რუსულ ქართული ურთიერთობების დათბობას დავუკავშირე. არ შევმცდარვარ. მეგობრების თხოვნით შევხვდი. ძალიან ცუდი საუბარი გამოგვივიდა. ამის შემდეგ მე მასზე კარგი არასოდეს მითქვამს. ვაკრიტიკებდი, რა თქმა უნდა მის ეკონომიკურ შეხედულებებს.
ახლა, როდესაც ჩვენს გვერდით აღარაა, საშინლად განვიცდი.
მან ღრმა კვალი დაამჩნია საქართველოს, მისი საქმიანობა სამწუხაროდ დადებითად ვერ შეფასდება. მეცოდება.”
ნანა ლეჟავა-ჟურნალისტი :  ” მარტო ანტიმონოპოლიური კანონის გაუქმება – ეს ისეთი ბრალდებაა, რომელიც ათასჯერ გადაწონის მის მრავალ რიტორიკულ “შედევრს”! (კიდევაც რომ მოყვანილი ციტატა ყალბი არ იყოს)! ამერიკის დიდი ძალისხმევით, ხელი ააღებინეს პროექტზე, რომელიც ძირეულად შეცვლიდა ენერგომატარებლების მარშრუტს რუსეთის სასარგებლოდ – ტრასკავკასიური მაგისტრალის მიყიდვა რუსეთისათვის! ძალიან დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშე იყო მაგრამ არა საქართველოს სასარგებლოდ!”
 მარინა შენგელია -პოლიტიკოსი : “გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ ან არაფერსო,…ნათქვამია..მე ვფიქრობ ,რომ ეს გამოთქმა პოლიტიკოსებთან მიმართებაში არ არის სწორი .პოლიტიკოსისა და მაღალი თანამდებობის პირის საქმიანობას, ზუსტად გარდაცვალების მერე აფასებს საზოგადოება…ამიტომ,. ვინაიდან მთელი სოციალური სივრცე მოიცვა ან გინებამ ან ქება- დიდებამ როგორც ქართვეებს გვჩვევია..ან შავი-ან თეთრი!!! ამიტომ ვწერ ამ სტატუსს!! მე რა თქმა უნდა ქება-დიდებასაც ვერ დავუწყებ ამის მთქმელ ჭკვიან მენეჯერ .და თანამდებობის პირს რომლის ხელში გაიარა მთელმა პრივატიზაციამ. და ეს ადამიანი იყო საქართველოში გატარებული ეკონომიკური რეფორმების მამა…..ნეოლიბერტარიანული ეკონომიკური პოლიტიკის ლობისტი.აი ძალიან მოკლედ მისი გამოსვლიდან ამონარიდი:
“საქართველოში სოფლის მეურნეობა არაა კონკურენტუნარიანი. ამიტომ, ფეხზე დავიკიდოთ, თუ გადარჩენა უწერია, თავისით გადარჩეს, თუ არადა, დაიღუპოს, არაა პრობლემა.…სოფელში მცხოვრები მამაკაცები სხვაგან წავიდნენ შავ მუშებად, ქალები კი- მეძავებად. ეს არაა ჩემი პრობლემა… მეჩაიობა და მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოს ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწევს, რადგან ეს დარგები საბჭოთა პერიოდში ხელოვნურად “გაიბერა”. ჩვენ 700 ათასი გლეხური მეურნეობა გვაქვს. ყველას სესხი მივცეთ? რაც უფრო ცოტა გლეხი გვეყოლება, მით ნაკლები თავის ტკივილი გვექნება,”_____ -და ეს არ ყოფილა ცარიელი სიტყვები.,,მე მასთან 5 შეხვედრა მქონდა ზურა ჟვანიას დავალებით, მისი ეკონომიკის მინისტრობის დროს 2004 წელს.ამ შეხვედრების დროს მე დავრწმუნდი, რომ ეს იყო მისი კონცეფცია. ქართული სოფლის დაცლა. მიწა -წყლის.ბუკვალურად მიწა წყლის გაყიდვა..ერთხელ.ასე 1 წლლის უკან. ინგა გრიგოიას გდაცემაში მე ვისაუბრე ამ თემაზე..ეხლა ამით შემოვიფარგლები…დანარჩენზე მოგვიანებით!!!!..აცხონოს ღმერთმა..
Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,939,037 ნახვა
%d bloggers like this: