ექიმ ჰეიმლიხის მანევრი, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია

 

არავინაა დაზღვეული შემთხვევითობისგან, ყურადღებით წაიკითხეთ ეს სტატია, ვინაიდან ამის ცოდნამ ,შეიძლება, ვიღაც სიკვდილისგან იხსნას.

წარმოუდგენლად ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანებს   ყელში რაღაც გადაცდებათ ხოლმე. ეს შეიძლება იყოს  საჭმელი, ძვალი, კონსტრუქტორის მცირე ზომის დეტალი, (ბავშვის შემთხვევაში)…. რამაც შეიძლება გაგუდვა გამოიწვიოს. რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ ასეთი უცაბედი და გაუთვალისწინებელი შემთხვევა თქვენს თვალწინ  მოხდება?

მეცნიერმა, სახელად ჰეიმლიხმა მოიფიქრა მოქმედების მარტივი ხერხი , რომელიც დაგიცავთ თქვენ და თქვენს ახლობლებს ასეთი საშიშროებისგან.

გულმკერდის ქირურგი ჰაინრიხ ჰეიმლიხი გააკვირვა გადაცდენის მსხვერპლთა სიმრავლემ და მოიგონა მარტივი მეთოდი, რომელსაც დღეს პირველი დახმარების ანა-ბანასთან ერთად ასწავლიან. ათასობით ადამიანი გადარჩენას სწორედ მას უნდა უმადლოდეს.

ჰეიმლიხის მანევრის გამოყენება მაშინ არის მიზანშეწონილი, როცა დაზარალებული უკვე პანიკაშია. თუ ახველებს და საუბარიც ჯერ კიდევ შეუძლია, ნუ ჩაერევით, აცადეთ, სასულე თავად გაისუფთავოს.

გააფრთხილეთ მსხვერპლი, რომ დახმარებას აპირებთ, ზურგიდან ამოუდექით (ეს მაშინ, თუ გონება ჯერ კიდევ არ დაუკარგავს და ზის ან დგას) და წელზე ხელები შემოაჭდეთ. ცალი ხელით მუშტი შეკარით და ჭიპის ოდნავ ზემოთ მიადეთ, ისე, რომ ცერი მისი სხეულისკენ იყოს მიმართული. მეორე ხელი საკუთარ მუშტს დააფარეთ და ორივე ხელით რამდენიმეჯერ სწრაფად უბიძგეთ შიგნით და ზემოთ. ასეთი მანევრის ჩატარება მანამდე მოგიწევთ, სანამ მსხვერპლი უცხო სხეულს არ გადმოაგდებს ანდა გონებას არ დაკარგავს..

Heimlich-maneuver-adult-and-child

ჩვილებში ჰაიმლიხის მანევრის ჩატარება სარისკოა. ამ დროს საკმაოდ დიდი წნევა ვითარდება, ამან კი შეიძლება პაწაწუნა ელენთა ან ღვიძლი გახეთქოს. აქ სხვაგვარი ტექნიკა დაგჭირდებათ: ხელი მუხლზე დაიდეთ და ზედ ჩვილი  გადაიწვინეთ, თავს კი მტევანი შეაშველეთ .  ბეჭებზე რამდენიმეჯერ დაჰკარით მტევნის კიდე, თან ყოველ ჯერზე პირი შეუმოწმეთ. ასე გააგრძელეთ, სანამ უცხო სხეულს უკან არ ამოაგდებს.

 

იყავით მშვიდი და თავდაჯერებული კრიტიკულ სიტუაციაში. ამ ილეთში არაფერია ძნელი, უბრალოდ , იცოდეთ და გახსოვდეთ . შეიძლება, ვიღაც სიკვდილისგან იხსნათ.

 

Facebook Comments

ახალი დადებული