ჯანდაცვა

მე ვიქნები პირველი ქართველი დიაბეტიანი პაციენტი, რომელიც ამ ოპერაციას გაიკეთებს

Nusagi

[google-translator]

მსოფლიომ 14 ნოემბერს, დიაბეტის დღე აღნიშნა. სააგენტო „ფოსტალიონის“ რესპოდენტს, ირაკლი ვეკუას ეს დაავადება ახლახანს აღმოაჩნდა. მიუხედავად ამისა, დაუფარავად გვესაუბრა იმის შესახებ, თუ რა სახის მკურნალობის გზას გადის დაავადების აღმოჩენიდან დიაბეტიანი პაციენტი, რა სირთულეებს ხვდება დაეხმარება თუ არა მას სახელმწიფო.
ირაკლი ვეკუა :
_ დიაბეტს რამდენიმე სიმპტომი ახასიათებს – პირის სიმშრალე, მადის გაძლიერება, წყლის ჭარბი სურვილი და ფეხების შეშუპება. ორი წლის წინ არტერიული ჰიპერტენზია დამიდგინეს, ამიტომაც 6 თვეში ერთხელ კომპლექსურ გამოკვლევებს აუცილებლად ვიტარებ. ერთ-ერთი ასეთი გამოკვლევის ჩატარების დროს დიაბეტიც აღმომაჩნდა. გადამოწმების დროს იგივე დამიდასტურეს. არმიანცის საავადმყოფოს ტერიტოტორიაზე, ენდოკრინოლოგიურ, ფართოპროფილიან კლინიკა „ენმედიცში“, ენდოკრინოლოგ ნინო ხაბეიშვითან მივედი. იქ შევიტყვე რომ არსებობდა სისხლში შაქრის დონის გამოკვლევის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დაახლოებით 350 ლარის ფარგლებში გამოკვლევებს შეიცავს. აქედან 320 ლარს სახელმწიფო იხდის. ყოველ წელს, ყველა დიაბეტიანს უტარდება ხოლმე ასეთი კვლევა, თუმცა ამისათვის, ერთი თვის განმავლობაში ექიმთან 5-6 ვიზიტია საჭირო. ამ პროგრამის ფარგლებში პაციენტი გადის კონსულტაციებს კარდიოლოგთან, ოფთალმოლოგთან, სექსოპათოლოგთან, ენდოკრინოლოგთან და ა.შ. ამ პროგრამაში პაციენტი რომ მოხვდეს, ჯანდაცვის სამინისტროში უნდა მიიტანოს „ფორმა 100“ და განცხადებაც დაწეროს. ამ დოკუმენტაციის მიტანიდან 5 სამუშაო დღეში, პირადად, საგარანტიო წერილი ავიღე და გამოკვლევაც ჩავიტარე. არსებობს ორი ტიპის დიაბეტი. პირველ ტიპი არის ინსულინდამოკიდებული, მეორე – ინსულინდამოუკიდებელი. მე მეორე ტიპის დიაბეტი აღმომაჩნდა და ახლა ტაბლეტებით ვმკურნალობ. მეორე ტიპის დიაბეტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს გენეტიკური კოდი, ნერვული სტრესი, განსაკუთრებული ემოცია, არაჯანსაღი კვება, ჭარბი წონა და ა.შ. პირველი ტიპის დიაბეტი კი, შეიძლება 4 თვის ბავშვსაც დაემართს და მისი გამომწვევი მიზეზი ვერ დადგინდეს. ისიც ახლახანს გავიგე, რომ, მსოფლიოს მაცხოვრებლების 65 პროცენტი ამ პათოლოგიით ყოფილა დაავადებული.
– დიაბეტის მსოფლიო დღეს დიაბეტით დაავადებულთათვის რაიმე სახის მხარდასაჭერი აქციებიც ტარდება?
_ ბევრ კლინიკაში, დიაბეტის დღესთან დაკავშირებული აქციები ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება. 14 ნოემბრიდან 21-ის ჩათვლით უფასოდ უტარდებათ ისეთი გამოკვლევები, როგორიც არის გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, ენდოკრინოლოგების კონსულტაცია, კლინიკოლაბორატორიულ გამოკვლევებზე არის ფასდაკლებები, ტარდება კონსულტაციები სხვადასხვა ექიმებთან და ა.შ. ბევრ ძვირადღირებულ ანალიზზე 50 პროცენტიანი ფასდაკლებაა. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ რასაც ვუყურებ, საქართველოში მეორე ტიპის დიაბეტით უმეტეს შემთხვევაში პენსიონერები არიან დაავადებული. მათ თვეში 50 ლარის მედიკამენტი არ ყოფნით, ასევე ჭირდებათ დიეტა, რომელშიც უნდა შედიოდეს ნახშირწყლები, ხილი, ხორცი, რძის პროდუქტი, რაშიც მათი პენსია ნამდგილად არ არის საკმარისი. კარგი იქნება სახელმწიფო ასეთი ადამიანების წამლებზე თუ იზრუნებს. უფასოდ გადაცემას თუ ვერ მოახერხებს, შეღავათიანი ფასები მაინც დაუწესოს, რადგან გართულების შემთხვევაში, მეორე ტიპის დიაბეტმა შეიძლება ჩაითრიოს თვალიც, ღვიძლიც, თირკმელებიც, გამოიწვიოს გულსისხლძარღვთა დაავადებები, ქვედა კიდურების განგრენა და საბოლოოდ საკმაოდ ცუდი შედეგი დადგეს. ამიტომ, სახელმწიფოსგან, ასეთი კატეგორიის ადამიანების დახმარება აუცილებელია.
_ დიაბეტის მკურნალობის მეთოდებში მაინც თუ არის წინსვლა?
-ყველაზე სასიხარულო სიახლე არის ის, რომ  მეორე ტიპის დიაბეტის საწყის სტადიას ოპერაციით კურნავენ. არაერთი ასეთი ოპერაცია დასრულდა წარმატებით. მეც გულმოდგინედ ველოდები საბოლოო დასკვნებს. ალბათ მე ვიქნები პირველი ქართველი დიაბეტიანი პაციენტი, რომელიც ამ ოპერაციას გაიკეთებს.

Facebook Comments Box
თეგები

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,992 ნახვა
%d bloggers like this: