ახალი დამატებული პოლიტიკა

ღვინიაშვილმა "ფოსტალიონის" ჟურნალისტს ხელი აუკრა და გზა გააგრძელა

Nusagi

ვარდების მოედნიდან დაძრული მომიტინგეთა კოლონა მშვიდობიანი მსვლელობით მიემართება პარლამენტის ძველი შენობისაკენ. აქციას ხელმძღვანელობენ გიგა ბოკერი, გოკა გაბაშვილი და ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრები. ისინი მოსულები არიან ოჯახებით, მეუღლეებით და პატარა ბავშვებით. ევროკავშირის და საქართველოს დროშები უჭირავთ როგორც უფროსებს, ისე პატარა ბავშვებს. ხალხის დიდი რაოდენობაა მისული, თუმცა ძირითადად რეგიონებიდან ჩამოსულები არიან. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა კახეთმა,საიდანაც ყველაზე მეტი ხალხი ჩამოვიდა. კახეთის ყოფილი გუბერნატორი,ღვინიაშვილი მათ რიგებშია. “ფოსტალიონის” კორესპონდენტმა თხოვა მას აეხსნა,  რა იყო მიზეზი კახელების ასეთი აქტიურობის დღეს. მან გვითხრა, რომ  რუსეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობაა მთავარი მიზეზი, რის გამოც კახელები ასეთი ერთსულოვანნი არიან.

-კი მაგრამ, ამ გზის მშენებლობა ხომ თქვენ დროს დაიწყო, როცა ნაციონალები იყავით ხელისუფლებაში?-ჰკითხა “ფოსტალიონის” ჟურნალისტმა, თუმცა ბატონმა პარლამენტარმა პასუხის გაცემა აღარ მოისურვა  და ხელიც საკმაოდ უხეშად აუკრა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,796 ნახვა
%d bloggers like this: