სპორტი

შსს-ს სპორტული კლუბის წევრი დავით ქაჯაია წლის მრბოლელი გახდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბის MIA Force-ის ავტომრბოლელმა დავით ქაჯაიამ BMW club Georgia-სა და Sound Group-ის მიერ ორგანიზებულ წლის შემაჯამებელ საღამოზე საუკეთესო მრბოლელის ტიტული მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ. „მათე მოტორსის“ პავილიონში მისულ  ავტომოყვარულებს საშუალება ჰქონდათ  შსს-ს სპორტული კლუბის ავტომობილები Legends და Formula Alfa დაეთვალიერებინათ. ასევე დაჯილდოებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში არსებული საუკეთესო სპორტული ავტომობილები,  სუპერქარები და მოტოციკლეტები.

Facebook Comments