სპორტი

კრისტოფ კრამერის ჰალუცინაციები მსოფლიო თასის ფინალზე

 

შაბათს საღამოს, გერმანიის ტელევიზიის ეთერში, სპორტულ გადაცემაში მონაწილე გერმანელმა ფეხბურთელებმა წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის აქამდე უცნობი დეტალები გაამხილეს. კერძოდ, კრისტოფ კრამერის მიერ მსოფლიო თასის ფინალში მიღებული ტვინის შერყევისა და გონების არევის შესახებ როცა მას არგენტინელი  ეზეკიელ გარაის იდაყვი თავში მოხვდა.ამის შესახებ გადაცემაში მიწვეულმა
სტუმრებმა- ტომას მიულერმა, მანუელ ნოიერმა და ფილიპ ლამმა იხალისეს. აღმოჩნდა, რომ თავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად კრამერმა კარგად გვარიანად აურია და ჰალუცინაციებიც დაეწყო. ტრავმირებულმა კრამერმა სულ 10 წუთი დაჰყო სტადიონზე და თანაგუნდელები კარგად შეაშინა.
მანუელ ნოიერი:- “ის მშვენივრად გამოიყურებოდა, სანამ არ მივხვდი, რომ უცნაურად იქცეოდა. მომიახლოვდა და მითხრა : ” მანუ გთხოვ, მეკარედ დამაყენე”…

ფილიპ ლამი: “-თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მერე კაპიტნის სამკლაური მომთხოვა, კაპიტნობა მინდაო. მსაჯს ეკითხებოდა, ახლა ფინალიაო? მერე მაისურების გაცვლა მოინდომა.”


ტომას მიულერი  :  – ”  ჯერ გერდს მეძახდა, მერე 74 წლის ჩემპიონობა მომილოცა…. როცა ხალხი ახმაურდა მითხრა – “მშვენიერი ატმოსფეროა აქ, რურის სტადიონზეო”. კარგია, რომ დროზე შეცვალეს. არავინ იცის, რას მოიმოქმედებდა სტადიონზე, შეიძლება ტრუსებიც კი გაეხადა.”-დასცინოდნენ კრამერს მეგობრები.

http://youtu.be/4LSbiyKR8Q4

Facebook Comments