ხელოვნება და კულტურა

აშშ-ში ოსკაროსანი მსახიობი გარდაიცვალა

Nusagi

აშშ-ში, 93 წლის ასაკში მსახიობი დოროთი მელოუნი გარდაიცვალა, რომელმაც 1957 წელს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო “ოსკარი” მოიპოვა. სიკვდილი ბუნებრივი მიზეზით დადგა, იუწყება “Associated Press” მსახიობის ქალიშვილის კომენტარზე დაყრდნობით.

მელოუნი თავის მშობლიურ ქალაქ დალასში გარდაიცვალა, მას რამდენიმე დღეში 94 წელი უსრულდებოდა.  ოჯახს ერთ-ერთმა პირველმა, მსახიობმა მია ფაროუმ გამოუცხადა სამძიმარი, რომელთან ერთადაც მელოუნმა საპნის ოპერა “პეიტონ ფლეისში” ითამაშა.

თავისი კარიერის მანძილზე მსახიობმა კინოში ისეთ ვარსკვლავებთან ითამაშა, როგორებიც არიან ჰემფრი ბოგარტი და ლორენ ბეკოლი (“ღრმა ძილი. 1946), როკ ჰადსონი (“ქარზე დაწერილი” 1956) ასევე, რონალდ რეიგანი -აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი, იმ დროს კი ცნობილი მსახიობი. ერთად მათ კინოფილმში “კანონი და წესრიგი” მიიღეს მონაწილეობა.

ფილმისთვის “ქარზე დაწერილი” , დოროთი მელოუნმა ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი მიიღო, თუმცა მეტი პოლულარობა მას “პეიტონ ფლეისში” შესრულებულმა როლმა მოუტანა. მელოუნის ბოლო ნამუშევარი იყო “ძირითადი ინსტიქტი”, სადაც მან მაიკლ დუგლასთან და შერონ სტოუნთან ერთად ითამაშა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,600,117 ნახვა
%d bloggers like this: