უცხოური მედია

მედია : ბრიტანეთის პრემიერი საკუთარ იახტაზე ბავშვებს აუპატიურებდა და გვამებს წყალში ყრიდა

Nusagi

უილტშირის საგრაფოს პოლიცია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, სერ ედუარდ ჰიტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს იძიებს. ის ეჭვმიტანილია არც მეტი არც ნაკლები, სატანისტური ორგიებში, რომლის დროსაც მისი წევრები ბავშვებს აუპატიურებდნენ და მათ ხორცს ჭამდნენ. ბრალდება “მთლიანად დამაჯერებელია” და “120 პროცენტით დადასტურებული”-განაცხადა უილტშირის პოლიციის კონსტებლმა მაიკ უილმა.

ყველაფერი  2015 წელს დაიწყო. 4 აგვისტოს გამოცემაში Daily Mirror-ი  მამაკაცის შესახებ წერდა, რომლის თქმითაც 1961 წელს , როცა ის 12 წლის იყო,  ჰიტმა თავის იახტაზე «Mayfair» გააუპატიურა.  მედიის ცნობით, 70-იან წლებში პოლიციისთვის ეს ფაქტი ცნობილი გახდა, თუმცა მარგარეტ თეტჩერმა სამართალდამცველებს  გამოძიების გაგრძელება აუკრძალა.

პოლიტიკოსი კონსრვატიული პარტიიდან , ედუარდ ჰიტი, პრემიერ-მინისტრის პოსტს 1970-74 წლებში, მარგარეტ თეტჩერამდე იკავებდა. ის 1992 წლიდან, როგორც ბრიტანეთის იმპერიის რაინდის ორდენის კავალერი, სერ-ის ტიტულსაც ატარებდა.

გამოძიების თანახმად, ერთ-ერთმა ქალბატონმა, სახელად ლინდამ  ჩვენება მისცა, რომ  ოტ-დე-ლა-გარანის უპატრონო ბავშვთა სახლიდან, პირადად გააცილა 11 ობოლი ბავშვი პრემიერ-მინისტრის იახტაზე, ბრიტანეთის კუნძულ ჯერსის დედაქალაქის შუაგულიდან.

მსხვერპლთა ასაკი 6-11 წელი იყო. 4 საათის შემდეგ, ნეიტრალური წყლებიდან , სადაც კანონები არ მოქმედებს,  დაბრუნებული იახტიდან ქალმა საკუთარი თვალით ნახა, რომ ხმელეთზე მხოლოდ 10 ბავშვი ჩამოვიდა. მისი თქმით, ბავშვების მიყვანა იახტაზე სენატორ რალფ ვაიბერის ბრძანება იყო.

ქალმა განაცხადა, რომ როდესაც სენატორს ბავშვის დაკარგვის შესახებ აცნობა, მან იგი დაამშვიდა და უთხრა, რომ ამ იახტაზე ბავშვები ადრეც დაკარგულან, თუმცა ისინი არავის მოუკითხავს და არც ამ ბავშვის დაკარგვას შეიტყობდა ვინმე.

ქალი არ გაჩერდა და კუნძულის პოლიციის უფროსს მიმართა, რომელმაც პირადად სთხოვა, შეეწყვიტა ჩივილი, რადგან ის ” ზემოთ მყოფებს” უპირისპირდებოდა. ამასთან, უარის ოფიციალური მიზეზი ნატო იყო. საზღვრისპირა კუნძული ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტროლირდებოდა და სსრკ-სთან დაძაბული ურთიერთობების გამო ნებისმიერი სკანდალი აკრძალული იყო.

მეტიც, კუნძულზე ჩასული პრემიერ-მინისტრი მდიდრულ პენტჰაუზში გაჩერდა, რომელიც შემდგომში სკანდალური პედო-თავშესაფრის მედ-ძმას აჩუქა, რის შემდეგაც იგივე მედ-ძმამ კუნძულის თავდაცვის ხელმძღვანელის პოსტი მიიღო. მანვე პოლიციას სასტიკად აუკრძალა კუნძულიდან პატარა ბიჭების გაქრობის შესახებ ყველანაირი გამოძიება.

2008 წელს, როცა ჰიტი 3 წლის გარდაცვლილი იყო, თავშესაფარი ოტ-დე-ლა-გარანი გადარჩენილი ბავშვების აღიარებებმა ააფეთქა, მთელი ხელმძღვანელობა პედოფილები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ობოლი ბავშვები საბავშვო ბარდელის ბინადრებად აქციეს.

აღმოჩნდა, რომ სამხილები, რომლებიც სასოწარკვეთილმა  პოლიციელებმა მოიძიეს, ( ბავშვების ცხედრების ნაწილები და წამების იარაღები) დაიკარგა.

ამჟამად, კუნძულ ჯერსიზე  ჩასული, პოლიციის 7 ბრიგადა იძიებს პრემიერ-მინისტრის შესაძლო დანაშაულს, რომელიც მან 1970-74 წლებში ჩაიდინა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იგივე პრემიერმა გაზრდილი დაფინანსებით უზრუნველყო ცნობილი  პედოფილის ჯიმი სევილის სატელევიოზიო გადაცემები. ის თავისი მოღვაწეობის მანძილზე, ბიბისის სტუდიაში საბავშვო გადაცემების ჩაწერის დროს, ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდა და მთელმა გადამღებმა ჯგუფმა იცოდა ამის შესახებ.

სწორედ ჯიმი სევილის აღმოჩენა იყო ბრიტანული კუნძული ჯერსი, როგორც სამოთხე პედოფილებისთვის, სადაც ის პატიჟებდა მდიდარ მეგობრებს მთელი მსოფლიოდან და ობოლ ბავშვებზე დაუსჯელად ძალადობდა იახტებზე, ნეიტრალურ წყლებში. ყოფილი პრემიერი კი 2005 წლამდე, სიკვდილამდე, ჩადიოდა კუნძულზე და თავის შავბნელ საქმიანობას აგრძელებდა. მედიის თანახმად, ცნობილია 13 ცნობილი ბრიტანელი, რომლებიც დღესაც ცოცხლები არიან და რომლებსაც პოლიცია ბრალს სდებს კუნძულზე პედოფილიის მიზნით მოგზაურობაში.

პოლიციის  ვარაუდით, თავშესაფარში ბიჭებს ნარკოტიკებით აბრუებდნენ, სცემდნენ, ჩაყავდათ ბნელ სარდაფში , სადაც წინა მსხვერპლის გვამებს აჩვენებდნენ, რათა მათში გადარჩენის იმედი მოესპოთ . მათგან დღეს ცოცხალი მხოლოდ 50 ადამიანია.

2015 წლის აგვისტოში ბავშვებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ რამდენიმე განცხადების განხილვა დაიწყო. ჰიტი ჰემფშირის, ჯერსის, კენტის საგრაფოს, უილტშირის საგრაფოს, გლოსტერშირის საგრაფოს და ლონდონის პოლიციის გამოძიების ობიექტი გახდა. გამოძიება Independent Police Complaints Commission (IPCC)-ის შემოწმებით დაიწყო პოლიციის ყოფილი ოფიცრის განცხადების საფუძველზე. სადაც ნათქვამი იყო, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრული ერთ-ერთი ეჭვმიტანილის მიმართ უოლტშირის პოლიციის მიერ მას შემდეგ შეწყდა, რაც გაისმა მუქარა, რომ მოხდებოდა ჰიტის მიერ ბავშვებზე განხორციელებული ძალადობის გასაჯაროვება. The Times-სთვის მიწერილ წერილში ადვოკატი ამბობს, რომ საქმე შეწყდა, რადგან ბრალდების სამმა მოწმემ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე.

ჰიტის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება Operation Midland-ის , დედაქალაქის პოლიციის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ბავშვების გაუპატიურებასა და მკველობებს ეხება.

Sky News -ის ცნობით,  States of Jersey Police-ი ჰიტის წინააღმდეგ გამოძიებას ოპერაცია  Operation Whistle-ის ფარგლებში აწარმოებს.

ინტერნეტპორტალი Exaro  კი იუწყება, რომ აღნიშნული  გამოძიება ჰიტის წინააღმდეგ, ბავშვებზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, ყველაზე მაღალი ჩინის მქონე პოლიტიკოსის წინააღმდეგ წარმოებული გამოძიებაა.

 

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,398 ნახვა
%d bloggers like this: