კრიპტოვალუტა

Crypto ჟარგონების განმარტებები- რას ნიშნავს FUD, HODL, FOMO, PUMP AND DUMP

FUD FOMO HODL
Nusagi

კრიპტო ვალუტის პოპულარიზაციასთან ერთად, შეიქმნა ჟარგონული ენა, რომელიც ბევრისათვის რთული
გასაგებია. ამ ენის ცოდნა გამოგადგებათ, როდესაც თქვენთვის საინტერესო ქოინზე ეძებთ ინფორმაციას ინტერნეტ სივრცეში.

 

  • HODL – კრიპტო ტრეიდერი რომელიც ყიდულობს ქოინს და არ აპირებს ახლო მომვალაში მის გაყიდვას

I AM HODLIN პირველად 2013 წელს, მთვრალმა კრიპტო თრეიდერმა დაწერა BitcoinTalk-ზე 

  • FOMO – Fear Of Missing Out როდესაც ტრეიდერს ეშინია, რომ თუ ახლა არ გააკეთებს ინვესტიციას, ქოინის ფასი ავარდება და უკვე გვიანი იქნება
  • FUD – fear, uncertainty and doubt  შიში, გაურკვევლობა,ეჭვი.  ხშირად გამოიყენება კონტექსტში: ვინმე X ავრცელებს FUD-ს ანუ ქმნის პანიკას.

FUD Meaning

  • ATH – ALL TIME HIGH ყველა დროის მაღალი მაჩვენებელი
  • Whale – ვეშაპი, უზარმაზარი კაპიტალის მქონე მოთამაშეები, ვისაც თავისუფლად შეუძლია პატარა ალტქოინების ფასების მანიპულაცია.
  • Pump and Dump – ციკლი, როდესაც ალტქოინის ფასი უცბად იზრდება და შემდეგ უფრო ჩქარა ეცემა, ხშირად გამოწვეულია Pump თრეიდერების მიერ, რომლებიც ავრცელებენ FOMO-ს და ფასის მატების დროს მთლიანად იშორებენ ქოინებს, რის შემდეგაც ფასი ძლიერ ვარდნას განიცდის.
  • Shill – Shilling-ი არის აქტი, როდესაც თრეიდერები უსასყიდლოდ არიგებენ ქოინებს, ხშირად იმ იმედით, რომ ეს ხალხში შემდგომ ინტერესს გამოიწვევს.
  • Bag Holder – თრეიდერი ,რომელმაც იყიდა ძვირად და ახლა მისი ქოინების ფასი ბევრად ნაკლებია.

bag holder definition

  • Altcoin – Bitcoin-ის გარდა ყველა სხვა კრიპტოვალუტა.
  • ICO – initial coin offering როდესაც კომპანია ცდილობს თავის პროდუქტის შესაქმნელად და ექსპლუატაციაში გასაშვებად ტრადიციული Funding-ის მაგივრად, გამოუშვას ტოკენი და მისცეს ხალხს ინვესტირების უფლება, თუ კომპანია წარმატებული გახდება, მაშინ ამ ტოკენების ფასი აიწევს და ინვესტორებს შეეძელბათ მათი ბევრად უფრო ძვირად გაყიდვა.
  • BTFD – Buy The Fucking Dip -როდესაც ყიდულობთ ქოინს მაშინ, როდესაც ყველა პანიკურად ყიდის.
  • DIP – როდესაც კრიპტოვალუტის ფასი რეკორდულად დაბალია.
  • Weak Hands – თრეიდერები , რომლებიც Dip-ის დროს პანიკურად ყიდიან წამგებიან ფასში.
  • Moon – როდესაც ქოინის ფასი არარეალურად სწრაფად იზრდება.
  • Shitcoin – ქოინი, რომელსაც დიდი მომავალი არ უწერია, ხშირად არანაირი რეალური აპლიკაცია არ აქვს და პიარდება ნაკლებად ცნობილი სელებრითების მიერ.
  • LAMBO – ახალი კრიპტო თრეიდერების წარმატების შეფასების კრიტერიუმი, როდესაც შეგიძლია შენი თრეიდერობით ნაშოვნი ფულით შეიძინო ლამბორგინი.

 

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,874 ნახვა
%d bloggers like this: