საზოგადოება

მადლობა, რომ მეხვევი და მეფერები მოხუცსა შვილო, მაგრამა ვინ ბრძანდები?

Nusagi

სოციალური აგენტი, რომელიც ფეისბუქის აქტიური მომხმარებელია, დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ  , შთაბეჭდილებებს სოციალურ ქსელში მეგობრებს ხშირად უზიარებს. მას გი ჰქვია, გვარის დასახელებისგან კი თავის შეკავებას გვთხოვს. გარდა იმისა, რომ გიას ძალიან უყვარს საკუთარი საქმე, ის კეთილი ადამიანია და მისი ძალისხმევით საზოგადოებამ და მედიამ ბევრი გაჭირვებული ადამიანის შესახებ შეიტყო და დახმარებაც აღმოუჩინა. infopostalioni გიას მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ ისტორიას უვცვლელად გთავაზობთ:

ოთხიოდე დღის წინ, ერთერთ მისამართზე მივდიოდი მარტოხელა მოხუცი ქალბატონის განცხადების საფუძველზე. მის კორპუსს რომ მივუახლოვდი, ეზოში ხალხი შეგროვილიყო. იქვე იდგა სასწრაფო, პატრული და სამაშველო სამსახური. ვიკითხე რა ხდებოდა. მეზობლებმა მითხრეს, მესამე სართულზე ერთ ოთახიანში მარტოხელა მოხუცი წაქცეულა სახლში, ფეხი მოუტეხია და კარს ვერ აღებდაო. სამაშველომ გააღო კარი და ახლა სასწრაფოს ექიმები არიან შიგნით შესულიო. აუფ, დამარტყა თავში, ბინის ნომრის მიხედვით ჩემი მოხუცის ბინაც მესამე სართულზე ერთ ოთახიანში უნდა ყოფილიყო. ავირბინე კიბეებზე. ქალბატონი საკაცით ჩამოყავდათ. ვეცი სასწრაფოს ექიმს.
__ საშიში ხომ არაფერია ექიმო?
__ თქვენ მისი შვილი ხართ?
__ არა, სოცაგენტი ვარ. მასთან მოვედი ოჯახის დეკლარაციის შესავსებად.
__ არა ბატონო, ახლა ვერ შეავსებთ, ფეხის მოტეხილობა აქვს და მგონი ტვინის შერყევაც უნდა იყოს.
__ გასაგებია, მივხვდი რომ ახლა ვერ შევავსებ, მაგრამ იქნებ მითხრათ რამდენ ხანში დაბრუნდება სახლაში?
__ თუ ტვინის შერყევა ან სხვა კიდევ რამე არ აღმოჩნდა, სამ დღეში ტრამვატოლოგები ბინაში დააბრუნებენ.
შემეცოდა მოხუცი. ისიც ვიფიქრე შეიძლება მშიერი იყო და თავბრუსხვევით დაეცა. ერთი სიტყვით გულდამძიმებული წამოვედი იქიდან.
გუშინ გულმა არ გამიძლო და მივედი ქალბატონის მისამართზე. კარი არავინ გამიღო. მერე სართულის მეზობლებს მივუკაკუნე, რათა მოხუცის ამბავი გამეგო.
__ თქვენი მეზობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაინტერესებს. – ვკითხე ერთერთ მეზობელს.
__ ხოო, საწყალს ინფარქტი მოსვლია შიშისგან და მიტომ წაქცეულა. გუშინწინ კლინიკაში გარდაცვლილა და შვილებმა ამ დილას უთენია სომხეთში წაასვენეს.
__საწყალი ქალბატონი მარიამი. ჩავილაპარაკე გულდაწყვეტილმა.
__ რა მარიამი, მას ანჟელა ერქვა.
__ აბა მარიამი რომ მიწერია?
__ ააა, მარიამი გვერდით სადარბაზოში ცხოვრობს, მესამეზე ერთიანში.
__ რაა?_ წამოვიძახე და როგორ აღმოვჩნდი მეორე სადარბაზოში ბინის კართან მეც არ ვიცი.
კარი სათნო, დაჭმუჭნულმა, თბილთვალება მოხუცმა გამიღო და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, რომ გავიგე მისამართი შემშლია და ჩემი მოხუცი ცოცხალი აღმოჩნდა.
__ მადლობა რომ მეხვევი და მეფერები მოხუცსა შვილო, მაგრამა ვინ ბრძანდები არ უნდა მითხრა? _ ჩამძახა ყურში.
გამოვერკვიე და წარვუდექი ვინც ვიყავი.
__ ქალბატონო მარიამ ახლა მოგიყვები რაც მომივიდა და მიხვდები რატომ მოგივარდი მოსაფერებლად.
ცოტა ხანს ვიცინეთ. მერე კი გარდაცვლილი მეზობლის შესახებ ვისაუბრეთ გულდაწყვეტით.
__ საწყალსა სიმარტოვეში ამოხდა სული. ოცი წელია მის შვილებს არცკი მოუკითხიათ. ეხლა ნახე მაგ ბინის გულითვინ დაჭამენ ერთმანათსა შვილო. არადა ორთავე ბიჭი აქ დაზარდა მაგ საცოდავმა. მერე დაკრეს ფეხი და ერევანში წავიდნენ. ეხლა მაასკდნენ აქა და ცალცალკე ჩამაირბინეს მეზობლები, ხელი მოგვიწერეთ ვითომაო მე ვუვლიდიო დედაჩემსაო.
ორ საათზე მეტხანს ვიყავი მარო ბაბოსთან ოჯახში. დეკლარაციაც შევავსეთ და შობა ახალი წელიც დავლოცეთ ოჯახის ლიქიორით.
გავგიჟდები პროგრამამ მაღალი ქულა რომ დაუთვალოს მარო ბებოს. შვილები მას არა ყავს და ერთი ძმისშვილის იმედად არის, რომელიც თავის ოჯახს ვერ არჩენს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,399 ნახვა
%d bloggers like this: