კრიპტოვალუტა

რას უწინასწარმეტყველებს ბიტკოინს ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში, რობერტ შილერი

Nusagi

ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომიკის დარგში, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა რობერტ შილერმა ტელეკომპანია CNBC-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ დარწმუნებულია “ბიტკოინის ტოტალურ კოლაფსში”. კრიპტოვალუტის გარშემო შექმნილი სიტუაცია “ჰოლანდიურ დაავადებას”  ჰგავს, აცხადებს პროფესორი.

“ეს მე მაგონებს 1640 წლებში ტიტების ციებ-ცხელებას.  ტიტებს დღემდე ვყიდულობთ, ზოგჯერ ზედმეტად ძვირადაც. ბიტკოინს კი ტოტალური კოლაფსი და დავიწყება ელის, ამასთან, მე ვუშვებ, რომ მან შესაძლოა საკმაოდ დიდხანსაც იარსებოს- მაგალითად 100 წელი”-განაცხადა შილერმა.

ეკონომისტი დარწმუნებულია, რომ ბიტკოინი არაფერი არ ღირს იმ დრომდე, სანამ საზოგადოება არ შეთანხმდება მის ფასზე, ანუ თავისი ინტერესით შეუქმნის მას ღირებულებას. მან ასევე აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის სხვა აქტივებთან შედარება არ ღირს, მაგალითად ოქროსთან, რადგან მას ფასი აქვს მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა დაინტერესება ინესტორების მხრიდან.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დასაწყისიდან ბიტკოინმა მკვეთრი დაცემა განიცადა: 2017 წლის დეკემბრის პიკიდან (20 ათასი დოლარი) კრიპტოვალუტა 2018 წლის შუა რიცხვებში  10 ათასამდე დაეცა.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,055,864 ნახვა
%d bloggers like this: