საზოგადოება

SOS! -ღამით, თბილისის აეროპორტში ჩამოსული მგზავრები არასრულწლოვანთა ალყაში ექცევიან?

Nusagi

ქვეყანაში რომ არასრულწლოვანთა დანაშაულის საგანგაშო მატებაა, ეს უკვე ყველასთვის ცნობილია, თუმცა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ტურისტებთან მიმართებაში.

იმ ადგილებში, სადაც დედაქალაქის სტუმრები ხშირად დადიან, არასრულწლოვანი დამნაშავეების და მოწყალების მთხოვნელი ბავშვების მიერ მათზე სერიოზული “ნადირობაა” გამოცხადებული. ქვეყანაში არსებული კანონმდებლობით, 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პირი ყველანაირი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. სავარაუდოდ, ამით კარგად სარგებლობენ კრიმინალები, რომლებიც ამ ბავშვების უკან დგანან.

როგორც Info Postalion-ს საბერძნეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ უამბო, ათენიდან თბილისში გამთენიისას ჩამოფრინდა და  აეროპორტის შენობიდან გასვლისთანავე ის და მისი ქართველი მეუღლე ბავშვების ალყაში მოექცნენ. მისი თქმით, ბავშვები ბოშები იყვნენ და საკმაოდ აგრესიულად იქცეოდნენ, ბარგს ხელით ეხებოდნენ და ჯიბეებში უძვრებოდნენ.

“როდესაც ლითონის ფული შევთავაზეთ, იქვე დაყარეს და გვითხრეს, რომ ქაღალდის ფული უნდოდათ. ეს ყველაფერი აეროპორტის ავტოსადგომზე ხდებოდა და დავინახეთ, რომ მეორე ჯგუფს სხვა მგზავრები ჰყავდა ალყაში. თავი მხოლოდ მაშინ დაგვანებეს, როდესაც მეუღლემ ქაღალდის ევროები მისცა. “-გვითხრა ბერძენმა ქალბატონმა.

სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევა , რომელიც იშვიათობა ნამდვილად არ არის, ქვეყნის იმიჯს და ტურისტულ პოტენციალს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. იმედს ვიტოვებთ, რომ ასეთი ფაქტების საჯაროზე გამოტანით ხელისუფლება და კანონმდებლები შესაბამის ზომებს მიიღებენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,364 ნახვა
%d bloggers like this: