კრიმინალი

გიორგი ჭანტურია: ჩვენს შორის მხოლოდ გაუგებრობა მოხდა

Nusagi

გიორგი ჭანტურიამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ გარკვეული უთანხმოება გარდაცვლილ გენერალთან, სამსონ ქუთათელაძესთან მართლაც ჰქონდა, თუმცა გაუგებრობა მალევე აღმოიფხვრა. ის ადასტურებს, რომ მკვლელობის დღეს ქუთათელაძეს შეხვდა, თუმცა აცხადებს, რომ მასთან კონფლიქტი არ ჰქონია.

“ჩვენს შორის გაურკვევლობა მხოლოდ ერთხელ მოხდა , თუმცა 1 საათში ყველაფერი გავარკვიეთ. ეს იყო გაუგებრობა. “-განაცხადა ჭანტურიამ .

ადვოკატის თქმით, სამწუხაროა, რომ გამოძიება მხოლოდ ერთ ვერსიაზე მუშაობს,” მოვუწოდებ გამოძიებას, რომ სხვა მიმართულებებიც განიხილოს “.

უკვე ორი დღეა, მდინარე მტკვარში სამძებრო სამუშაოები ხორციელდება. სამართალდამცველები სავარაუდოდ, მკვლელობის იარაღს ეძებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში  ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელი, ყოფილი დეპუტატი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,363 ნახვა
%d bloggers like this: