საგარეო პოლიტიკა

თავდასხმა ქაბულში, სასტუმრო “ინტერკონტინენტალზე”

Nusagi

შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ქაბულში. ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე, სასტუმრო ,,ინტერკონტინენტალში“ 4 შეიარაღებული პირი შეიჭრა და სტუმრებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის დროს სასტუმროში საინფორმაციო ტექნოლოგიების თემაზე კონფერენცია იმართებოდა. თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაჩნდა სასტუმროს მეოთხე სართულზე. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ თვადამსხმელები განეიტრალებულები არიან და სამი მათგანი მოკლულია.

თავდასხმის შედეგად დაღუპულია 5 ადამიანი და დაჭრილია 6. მოხერხდა 126 ადამიანის გადარჩენა ტერორისტებისაგან, რომელთაგან 41 – უცხოელია. ამჟამად მეხანძრეები სასტუმროში გაჩენილი ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობენ.

სპეცოპერაცია მთელი ღამე, დაახლოებით 10 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს აღნიშნულ სასტუმროზე განხორციელებული მეორე თავდასხმაა, 2011 წელს “თალიბანის” მიერ განხორციელებულ ტერაქტს 21 ადამიანი შეეწირა.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,369 ნახვა
%d bloggers like this: