პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: აჩვენეთ დიდ ბრიტანეთს ჩვენი ხელისუფლება

Nusagi

დიდ ბრიტანეთში მარტოობის მინისტრის პოსტის შემოღებას “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ეხმაურება და წერს:

“ბრიტანეთში მარტოობა სახელმწიფოს მთავარ საფრთხედ გამოცხადდა და შესაბამისი პროგრამის ამოქმედება დაიწყო. სპეციალურად შეიქმნა მარტოობის წინააღმდეგ ბრძოლის სამინისტრო.

საქართველოში მთავარი გამოწვევა სიღარიბეა, რაც მოსახლეობის დიდ ნაწილს სრული უიმედობისა და უპერსპეტივობის განცდას უქმნის. აქ მარტოობაზე ფიქრის დრო არავის აქვს, ადამიანები ფიზიკური გადარჩენისათვის იბრძვიან. აქ იმისი აღიარებაც კი არავის უნდა, რომ ხალხი შიმშილობს. პირიქით, გვარწმუნებენ, რომ ავყვავდით. უბრალოდ, ყვავილების ნაცვლად, დამჭკნარ ფოთლებს ვისხამთ.

ერთი შეხედვით, ჩვენთვის ღიმილისმომგვრელია ბრიტანეთში მარტოობის მინისტრის დანიშვნა, მაგრამ ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ ბრიტანეთი აღიარებს მთავარ პრობლემას და გამოწვევას საგანგებო პროგრამის ამოქმედებით პასუხობს და არა მოსახლეობის დარწმუნების მცდელობით, რომ ლონდონში ყველა ბედნიერია და თავს მარტო არავინ გრძნობს.

აჩვენეთ დიდ ბრიტანეთს ჩვენი ხელისუფლება. მას 2 წამში ასწავლიან, როგორ უნდა დახუჭო თვალი მწვავე პრობლემაზე… და მარტოსული როგორ უნდა გამოაცხადო დედამიწაზე ყველაზე ბედნიერ მოქალაქედ.”

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,229 ნახვა
%d bloggers like this: