ბრიტანელი მსახიობი ზოი უონამეიქერი, რომელიც ჰარი პოტერზე გადაღებულ ფილმების სერიაში მადამ ტრიუკის როლს ასრულებს, სინანულით ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი არასდროს ყოფილა. ამის შესახებ მსახიობმა Mirror-თან ინტერვიუში განაცხადა.
68 წლის მსახიობის თქმით, 1970-იან წლებში, როდესაც სამსახიობო კარიერას იწყებდა, სექსუალური დევნა ფართოდ იყო გავრცელებული ტელევიზიაში, კერძოდ კი BBC და ITV-ში, თუმცა აღნიშნავს, რომ თავადვე უკვირს, რატომ არ ცდილობდნენ კოლეგები მის შევიწროებას.
ამავდროულად, უონამეიქერი, განცხადებების ქტიურად აგორებულ კამპანიას “მეც” (Me too) რომელიც პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინის სექს-სკანდალს მოყვა, “კუდიანებზე ნადირობას” უწოდებს.
“არ მომწონს, რადგან ეს არის ნადირობა კუდიანებზე- თქვენ შეგიძლიათ ამით რაღაც მიიღოთ, უბრალოდ 50 წლის შემდეგ გამოდიხართ და ამობობთ: “ო, მე გამაუპატიურეს”. მე კი ვფიქრობ: “სად იყავით ამდენ ხანს?”-აღნიშნავს მსახიობი და დასძენს, რომ სექსუალურ შევიწროვებას სხვა პროფესიის ქალებიც განიცდიან და არა მხოლოდ შოუ ბიზნესის წარმომადგენლები”.