სელებრითები

ნატალი პორტმანი: 13 წლის ასაკში, ფილმ ,,ლეონ”-ში გადაღების შემდეგ, სექსუალური ტერორიზმის მსხვერპლი გავხდი

პოპულარული ამერიკელი მსახიობი ნატალი პორტმანი ლოს ანჯელესში გამართულ ქალთა მარშზე Women სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ 13 წლის ასაკში, ლეგენდარულ ფილმ “ლეონში” მონაწილეობის შემდეგ ის სექსუალური ტერორის მსხვერპლი გახდა. გადაღებების შემდეგ არასრულწლოვანი მსახიობი, მანიაკი პედოფილისგან მუქარის შეტყობინებებს იღებდა.

პედოფილი დეტალურად აღწერდა თავის სექსუალურ ფანტაზიებს ახალგაზრდა მსახიობთან. ქალთა მარშზე გამოსვლისას ნატალიმ აღიარა, რომ მას შემდეგ ყოველთვის აკონტროლებს საკუთარ გარეგნობას და კინოში საწოლის სცენებში გადაღებებეზე უარს ამბობა, რომ მანიაკების პროვოცირება არ მოახდინოს.

20 იანვარს, ლოს ანჯელესში გამართულ ქალთა მარშს ათობით ცნობილი ადამიანი შეუერთდა. ქალებმა უშიშრად ისაუბრეს სექსუალურ შევიწროვებაზე.

 

Facebook Comments