ცნობილმა რუსმა მოციგურავემ, კრემლის ოფიციალური პრეს-მდივნის, დიმიტრი პესოვის მეუღლემ, ტატიანა ნავკამ, ინსტაგრამზე მეუღლის და ქალიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც პესკოვი ჩვეულებისამებრ, თავის საყვარელ წითელ შარვალშია გამოწყობილი.
ცოტა ხნით ადრე, ნავკამ НТВ-სთან ინტერვიუში აღიარა, რომ მეუღლეს თვითონ აჩუქა “სწორედ ის” წითელი შარვალი, რომელიც სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გასულ წელს დიდი ენთუზიაზმით განიხილეს. ფოტო მოსკოვის ერთ-ერთ ავტოსერვისში თვითმხილველმა გადაიღო და ინტერნეტში ატვირთა.
«Россия 1» -თან ინტერვიუს დროს, ჟურნალისტის კითხვაზე, საიდან აქვს წითელი ფერისადმი ასეთი ლტოლვა, პესკოვმა, რომელსაც იმ მომენტში წითელი შარფი ეკეთა, განაცხადა, რომ ეს რუხი დღეების მიმართ პროტესტის ნიშანია.
Facebook Comments Box