,, საიდანაც რეისი ჩამოდის, ბავშვები იმ ენაზე მათხოვრობენ”-რა ხდება თბილისის აეროპორტში

20 იანვარს, სააგენტო  Info Postalioni-ზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, არასრულწლოვნების მიერ მგზავრების შევიწროებას ეხებოდა, მკითხველთა დიდი გამოხმაურება მოყვა.

რამდენჯერაც ჩემებს დავხვდი, შოკში ჩავვარდი ისეთ შეტევაზე გადმოდიან ბოშა ბავშვები, თან საიდანაც რეისი ჩამოდის, იმ ენაზე მათხოვრობენ. ამან საერთოდ გამაოგნა. დუბაის რეისზე ჩამოფრენილ ჩემს არაბ სიძეს ჩამოეკიდნენ და  არაბულად ეუბნებოდნენ, დირხამი მომეციო. რომ ვეჩხუბე, ლამის გამოიწია ჩემსკენ იმ ლაწირაკმა. მართლა SOS არის და სულ ვფიქრობდი, ნუთუ ჩვენი მთავრობა ასეთ სამარცხვინო ფაქტს ვერ ხედავს?!”-მოგვწერა ქეთევან ლობჟანიძე.

რედაქციამ უამრავი სხვა შეტყობინებაც მიიღო, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბნებში, მოწყალების “მთხოვნელი” ბავშვების აგრესიულ ქმედებებს ეხება:

“თუ ფულს ვერ მიიღებენ, გაბრაზებულები მისცვივდებიან მანქანას, ფხაჭნიან და გარბიან. ზემელზე მდგომი ბავშვები კი გამვლელებს, ვინც ფულს არ მისცემს, მისდევენ და აფურთხებენ”.

” ხშირია ძარცვის შემთხვევებიც,  განსაკუთრებული შეტევა  კი ტურისტებზეა.”

” ტაქტიკა ასეთი აქვთ: ტურისტი ქალი, უეცრად რამდენიმე ბავშვის ალყაში აღმოჩნდება, ზოგი ხელს უჭერს, ზოგი ფეხებზე ეხვევა, რომ გაქცევა ვერ შეძლოს. ამასობაში კი დაბნეულ ქალს ჩანთას, მობილურს სტაცებენ და გარბიან. “

Info Postalioni-ს  მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ხშირ შემთხვევაში, პოლიცია ნაძარცვის უკან დაბრუნებას ახერხებს, თუმცა კანონი იმის საშუალებას არ იძლევა, რომ 14 წლამდე ასაკის მოზარდის მიმართ რაიმე სახის სასჯელი განხორციელდეს, პატარა მძარცველებმა კი ეს კარგად იციან და ახალ მსხვერპლზე იწყებენ ნადირობას. სავარაუდოდ, ისინი ბოშები არიან, თუმცა ერთ-ერთი ჩვენი მკითხველის ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან გადმოსული ქურთები არიან, რომლებსაც იქ კანონით მაწანწალობას უკრძალავენ.

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: