სოსო ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით მტკვარზე საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რუსთავთან ახლოს სამართალდამცველები საგამოძიებო ღონისძიებებს აწარმოებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს ინფორმაცია, რომ საგამოძიებო ღონისძიებები გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში ტარდება.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნები.

ქუთათელაძის მკვლელმა, სავარაუდოდ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იარაღი და ტანსაცმელი სწორედ მტკვარში გადაყარა.

გიორგი ჭანტურიას ადვოკატი არ გამორიცხავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციაში კვლავ დაიბარონ.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში 15 იანვარს მოკლეს.

გენერალი ქუთათელაძე იყო მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის სარდალი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.

Facebook Comments
%d bloggers like this: