კრიპტოვალუტა

რა გავლენას მოახდენს კრიპტოვალუტების ფასებზე 24 იანვარს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები

weiss rating crypto
Nusagi

24 იანვარს, მსოფლიოში პირველად, ცნობილი გახდება  ფინანსური სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის დეტალები შემდეგ ქოინებზე: Bitcoin, Ethereum, Ripple, Bitcoin Cash, Cardano, NEM, Litecoin, Stellar, EOS, IOTA, Dash, NEO, TRON, Monero, Bitcoin Gold

Weiss Rating არის ამერიკული არაკომერციული ფინანსური კვლევის სააგენტო, რომელიც 1971 წლიდან ფუნქციონირებს, მისი კვლევების და პროგნოზების მიხედვით ხელმძღვანელობს მრავალი საინვესტიციო ფონდი.

Weiss მიჩნეულია ერთ ერთ ყველაზე ზუსტ და მიუკერძოვებელ სააგენტოდ აშშ-ში , ამერიკის სახელმწიფოს მიერ, ასევე ისეთი გამოცემების მიერ, როგორებიც არიან: Wall Street Journal, New York Times და სხვები.

24 იანვარს გამოქვეყნებული ანალიზი თითოეულ კრიპტოვალუტაზე დიდი ალბათობით მოახდენს საგრძნობელ გავლენას, რადგანაც მათი ანალიზის შედეგებით  იხელმძღვანელებენ მრავალმილიარდიანი ამერიკული საინვესტიციო ფონდები , ინვესტიციით დაინტერესებული ხალხი, ასევე კომპანიები, რომლებსაც გეგმაში აქვთ ამა თუ იმ კრიპტოვალუტასთან პარტნიორობა.

 

Weiss Rating-ის დამფუძნებელი მარტინ ვეისის განცხადებით:

ზოგი კრიპტოვალუტა არის გაურკვევლობით მოცული, არამართებულად რეკლამირებული და ფინანსური კრახისაგან სუსტი დამცავი თვისებების მქონე, ამიტომაც ბაზარს აუცილებლად ჭირდება სინათლის მოფენა, რომელიც მხოლოდ ჯანმრთელ და მიუკერძოებელ კვლევებს შეუძლია.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვიქნებით პირველები, ვინც ინვესტორებს მიაწვდის ინფორმაციას, რომლის შედეგსაც ისინი დაინახავენ “ჰაიპს” მიღმა და შეძლებენ იდენტიფიკაცია გაუკეთონ მართლაც მყარ და მომავლის მქონე კრიპტოვალუტებს.

თუ გადავხედავთ Weiss Rating-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს, შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ კვლევა დაიყოფა 4 ინდექსად, აქედან 2 იქნება ფინანსური სპეციფიკის და 2 კრიპტო სპეციფიკის.

ფინანსურში შევა ჩვეული ბირჟის ინდექსები Risk Index (პოტენციური დაღმასვლა) და Reward Index (პოტენციური აღმასვლა)

 

კრიპტო შეფასებაში შევა ორი ინდექსი: ტექნოლოგია და ათვისება

ტექნოლოგიის ინდექსში განისაზღვრება: კრიპტოვალუტის სორს კოდი (source code) , რამდენად კარგია კოდის ინფრასტრუქტურა, ტექნიკურად დაცულობა და ის, თუ რამდენად მასშტაბირებადია.

ათვისების ინდექსში (adoption index) განისაზღრება : რამდენად ადაპტირებულია ან ადაპტირებადია ესა თუ ის კრიპტოვალუტა რეალური ხმარებისათვის, მოთხოვნის და რეალური გამოყენების შესაძლებლობები, დეველოპერების ბექგრაუნდი და სხვა.

 

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,879 ნახვა
%d bloggers like this: