ახალი დამატებული

ხარაგაულის რაიონში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დროს აფეთქება მოხდა

Nusagi
ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული მუშები საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქება წინასწარი ინფორმაციით, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე, სოფელ ბეჟათუბანის მიმდებარედ მოხდა. ძლიერი აფეთქების შედეგად 3 მუშა მძიმედ დაშავდა.
ხაშურის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ სამივე მუშის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, შუახნის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე.
დაშავებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის, კიდურის მოტეხილობები, ნეკნების მოტეხილობები და ასევე, თავის ტრავმები. „სამივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, ერთი შედარებით მძიმეა. მიმდინარეობს სამედიცინო მეთვალყურეობა, ტაქტიკის გამოკვეთა, რა სერვისები სჭირდება. პირველთან მიმართებაში, დიაგნოზთან მიმართებაში უკვე გვაქვს, არის ნეკნების დაზიანება, არის ზედა კიდურის დაზიანება. ამჟამად ზუსტდება, რაიმე უფრო მნიშვნელოვან ტრავმას ხომ არ აქვს ადგილი,“ – აცხადებს დირექტორი, კახა ხელაძე.
შემთხვევა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დროს მოხდა. მუშების ინფორმაციით, შემთხვევა კლდის გარკვეული ნაწილის აფეთქების დროს მოხდა  და ეს სამი მუშა უსაფრთხოებისთვის შეუსაბამო ადგილას იმყოფებოდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,056,864 ნახვა
%d bloggers like this: