პოსტები სოციალური ქსელიდან

ბატონო დავით! მე თქვენ მიყვარხართ!

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ხათუნა ხოფერია პირველი არხის ყოფილ დიქტორს-დავით სოკოლოვს თავის ფეისბუქ გვერდიდან ღიად მიმართავს:
ბატონო დავით! მე თქვენ მიყვარხართ!
6 თვე ვითანამშრომლეთ და თქვენ იყავით საუკეთესო ადამიანი მათ შორის, ვისთანაც მიმუშავია! შინაგანი კულტურა, განათლება, კაცობა, ადამიანობა, ღირსების განცდა ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც ასაკს და მატერიალურ მდგომარეობას არ ემორჩილება… და თქვენ ამის მაგალითი ხართ! როგორი საბრალონი არიან თქვენთან შედარებით ისინი, ვინც ვერასოდეს შეძლებს სულიერების და გონების ამაღლებას იმ ტვირთზე, რასაც ხორციელის გაფეტიშება ჰქვია!
როგორ ვამაყობ თქვენით!
როგორც ცნობილი გახდა, დავით სოკოლოვი მიუსაფარ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრონს თავის ლოგინად ჩავარდნილ მეუღლესთან ერთად.

Facebook Comments