ახალი დამატებული

ბაღების სააგენტოვ! საუზმეზე ხაში და ასი გრამი რომ შეიტანოთ მენიუში, ალბათ არ გამიკვირდება

Nusagi

სოციალურ ქსელში, თბილისის საბავშვო ბაღებში არსებულ  კვების განახლებულ მენიუს აკრიტიკებენ. ფეისბუქმომხმარებლების თქმით, ბავშვები სადილზე შეთავაზებულ საჭმელს ვერ ჭამენ და სახლში მშივრები ბრუნდებიან.

“დღეს საბავშვო ბაღებში სამი წლის ბავშვები მშივრები არიან. სადილზე ოლივიე სალათი და ხაშლამის ნაჭერი ჰქონიათ და სამი წლის ბავშვებმა ჯერ არ იციან მისი ჭამა. სსიპ ბაღების სააგენტოვ, ცოტა აზრზე მოდით რააა! ხვალ საუზმეზე ხაში და ასი გრამი რომ შეიტანოთ მენიუში, ალბათ არ გამიკვირდება.”-წერს ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი.

“თერმულად დაუმუშავებელი კვერცხის გულით დამზადებული მაიონეზიანი ოლივიე სალათის ბაღების მენიუში შეტანა ვის მოუვიდა თავში?”

“ჯარის მენიუდან ამოიღეს იმიტომ, რომ ერთდროულად 300 ჯარისკაცი მოიწამლა სააკაშვილის დროს. 40 გრადუს სიცხეში პოლიგონზე წაუღეს ოლივიე. რაც ყოვლად დაუშვებელი იყო.”

“მაიონეზი ჯანმრთელი პროდუქტი ყოფილა..შაქარი და მარილი სასიკვდილო”

” მაწონი ისეთი მჟავე იყოო მოვურიე მაგრამ მაინც არ იყო ტკბილიო . გააფრინეს სულ რაა..მშიერი მოდის სახლში ბავშვი”

“ჩემს მარტო კარტოფილები ამოუჭამია სუპიდან..უგემური იყოო  უმარილოო”

როგორც “ინფო ფოსტალიონს” თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში განუცხადეს, ბავშვებს დღეს სადილად, ხორციანი წვნიანი ჰქონდათ.  “ბუნებრივია, რომ 3 წლის ასაკის ბავშვებისთვის ხორცის ნაჭრის ჭამა ადვილი არ არის, მაგრამ რას ვიზამთ, ხორცია და აუცილებელია. “-გვითხრეს ბაგა-ბაღში და აღნიშნეს, რომ საკვების ხარისხში პრობლემა არ არის, თუმცა ახალი მენიუ ბავშვებს ნაკლებად მოსწონთ. “დღეს ჭადი ჰქონდათ, ოღონდ ყველის გარეშე, ასეთი რამ ადრე არ ყოფილა”-დასძინეს მათ.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ მერიის მთავრობის სხდომაზე საბავშვო ბაღების კვების რაციონი გაასაჯაროვა. საინფორმაციო ბუკლეტის თანახმად, 5 დღეზე გაწერილი მენიუს ორი ვარიაცია არსებობს, რომლებსაც კვირის მონაცვლეობით სთავაზობენ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს. ერთი დღისთვის გათვალისწინებული რაციონით ბავშვი ჯამში 1292 კილოკალორიას იღებს. მენიუში ასევე გვხდება ქათმის სალათი, თუმცა გასათვალისწინებელია რომ ის არაჟნით მზადდება.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,972,138 ნახვა
%d bloggers like this: