სამართალი

,,ბახალას” პროცესის დასრულების შემდეგ, ქეთი დოლიძის შვილი, თორნიკე ბზიავა დააკავეს

Nusagi

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმის დასრულების შემდეგ, ბექა წიქარიშვილი და რეჟისორი თორნიკე ბზიავა დააკავა.
მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნული პირების მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა საქალაქო სასამართლოს ეზოში, რაც მათი დაკავების მიზეზი გახდა . გავრცელებული ინფორმაციით, ბექა წიქარიშვილმა და თორნიკე ბზიავამ საქალაქო სასამართლოს კარს დაკავებამდე აგური ესროლეს.

აღნიშნული ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მსახიობ გიორგი გიორაგანაშვილს მოსამართლე შორენა გუნცაძემ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბექა წიქარიშვილი და თორნიკე ბზიავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა სასამართლოს ეზოში დააკავა.
არსებული ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

მანდატურების ინფორმაციით, თორნიკე ბზიავა, რომელიც რეჟისორ ქეთი დოლიძის შვილია, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,395 ნახვა
%d bloggers like this: