პოლიტიკა

…მაგრამ ჟვანია საფლავში არ არის…

Nusagi

„ჟვანია საფლავში არ არის” – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი” მკითხველს ამერიკელი ჟურნალისტის და ჟურნალ „ვეტერანს თუდეის” საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელის ჯეფრი სილვერმანის ინტერვიუს სთავაზობს. ამერიკელი ჟურნალისტი გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ შესაძლებელია ჟვანიას ოჯახი თანახმაა, ცხედარს ექსჰუმაცია ჩაუტარდეს, მაგრამ ცხედარი საფლავში აღარ არის. მისი თქმით, ჟვანიას ოჯახმა კომპენსაცია მიიღო და შვილების განათლებაში ჩადო.

„ადრეც გითხარით და ახლაც ვიმეორებ, ზურაბ ჟვანია დიდუბის პანთეონში არსებულ საფლავში არ წევს, ამიტომაც არ აკეთებენ მისი ცხედრის ექსჰუმაციას და ექსპერტიზას. ჟვანიას საქმის გაყალბება პირველივე ექსპერტიზიდან დაიწყო, როდესაც პროზექტურაში გვამიდან ორგანოები ამოიღეს და ისე დაამუშავეს, როგორც თავად აწყობდათ.

ყველასთვის ცნობილია, რომ ამ სახლში, სადაც ვითომ ჟვანია გაიგუდა, მისი დაცვის წევრი მიხეილ ძაგანია თავის საყვარელ ქალთან ერთად დადიოდა. ჟვანიას თითის ანაბეჭდები იქ არ აღმოჩნდა, მაგრამ რატომ არ ამბობენ, აღმოაჩინეს თუ არა ძაძამიას ანაბეჭდები ან იმ ქალის? ან დამთხევა ხომ არ გგონიათ, 2005 წლის 2 თებერვალს დაცვის სამსახურის თანამშრომლები ორად რომ გაყვეს და სხვადასხვა რესტორანში გაამწესეს? სახელმწიფო დაცვის წევრების ერთ დღეს ასე გაყოფა და საქეიფოდ მათი გარეკვა რომელ განაწესშია წერია? წაიკითხეთ დეტექტივები, მე ხომ ძალიან მარტივ რაღაცას გეუბნებით. შეიძლება ოჯახი თანახმაა, ცხედარს ექსჰუმაცია გაუკეთდეს, მაგრამ ჟვანია საფლავში არ არის, მისმა ოჯახმა უკვე მიიღო კომპენსაცია შვილების განათლებისთვის საჭირო სახსრების მიცემის სახით… ჟვანიასთან დაკავშირებით მეტს არაფერს გააკეთებენ”, – აცხადებს ჯეფრი სილვერმანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.

 

წყარო :”ასავალ-დასავალი” “რეპორტიორი”
Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,874 ნახვა
%d bloggers like this: