კრიმინალი

ახალგაზრდა მკვლელების აღიარება რუსეთის ქალთა გამოსასწორებელ კოლონიაში

Nusagi

რეჟისორ ტოფიკ შახვერდიევის დოკუმენტური ფილმი “ადამიანის მოკვლა” რუსეთში, ნოვოსკოლსკის ქალთა კოლონიაშია გადაღებული, სადაც სკოლის ასაკის ჩვეულებრივი გოგონები სხედან, თუმცა ყველა მათგანს ცხოვრების  გაკვეთილებისგან მიღებული საშინელი გამოცდილება აქვს. ფილმი აგებულია ჩადენილი მკვლელობების შესახებ ახალგაზრდა ქალების მომნუსხველი აღიარებებით.

-მე ბებია მოვკალი. ის ყოველთვის მოდიოდა ჩემთან და ჩემს მეგობრებთან,  ყვებოდა თავის ახალგაზრდობაზე, ომის წლებზე.. მე ეს ძალიან მაბრაზებდა, ვეუბნებოდი : ბებია წადი. ის არ მიდიოდა. მაშინ მე დავარტყი, დაეცა, თვალი დაუსივდა, მერე შარფით დავახრჩეთ.

-დაქალმა მითხრა, ვიღაცის მოკვლა მომინდაო. მე ვუთხარი: აი, ქალმა გაიარა, მოდი მოვკლათ.

-მეგობართან ერთად წავედით დასასვენებლად, სანადიროდ, გასართობად. ვისვენებდით, ვმხიარულობდით, მერე დავინახე, რომ მეგობარი ჩვენთან ერთად მყოფ გოგონას ახრჩობს. მივხვდი, რომ მეც შემიძლია მოკვლა. და დავიწყე მეორე გოგოს დახრჩობა.

-შევხვდით ტანიას, გაცნობა გადავწყვიტეთ. გავიცანით. მოვთხოვეთ ტანსაცმელი. მან არ მოგვცა. დავუწყეთ ცემა და წავართვით. შეგვხვდნენ ნაცნობი ბიჭები და ვეუბნებით: არ გინდათ მასთან სქესობრივი ურთიერთობა დაამყაროთ? წავედით ძველ ბაღში. მათ დაამყარეს სქესობრივი ურთიერთობა. ჩვენ კენკრას ვკრეფდით, ვსაუბრობდით.

ნებისმიერ ციხეში შეიძლება საშინელი ისტორიების მოსმენა, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე საშინელი გოგონების საუბრის ტონია. არა მხოლოდ მშვიდი და უგულო, არამედ ერთგვარად მორალურ-სომნამბულისტური. მხოლოდ ერთ მათგანს აუთრთოლდა ტუჩები და ხანგრძლივი დუმილის შემდეგ თქვა “მე ჩემი შვილი მოვკალი”.


ფილმის რეჟისორის თქმით, კოლონიაში, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა, გოგონების მესამედი სასჯელს მკვლელობისთვის იხდის. ბევრი  მათგანი მკვლელის იარლიყს ღირსების ორდენივით ატარებს. “თანამედროვე რუსული საზოგადოების ქალთა გამოსასწორებელ კოლონიაში მკვლელობა- ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც ამ გოგონებს თავიანთი უინტერესო ცხოვრების მანძილზე აქვთ ჩადენილი. მათ გააკეთეს ის, რასაც სხვა გოგონები ვერ შეძლებდნენ და ამის გამო ამაყებიც კი არიან. მკვლელი გოგონები უფრო დისციპლინირებულები არიან, უკეთესად სწავლობენ და რეციდივისკენ არიან მიდრეკილნი. ისინი არ ეწევიან, მოვლილები, დავარცხნილები და სუფთად ჩაცმულები არიან, ყოველგვარი ტატუს გარეშე. ჟრუანტელისმომგვრელია მათი საუბარი, რომელშიც არ ისმის “ვნანობ” . მათთვის უფრო კომფორტულია ილაპარაკონ, რომ ცხოვრება ზოგადად სასტიკია. ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან როცა გათავისუფლდებიან, ჯერ კიდევ ახალგაზრდები იქნებიან. რას გააკეთებენ ისინი გარეთ? აძლევს მათ ციხე იმის განცდას, რომ ადამიანის მოკვლა საშინელებაა? არა მგონია”-ამბობს რეჟისორი.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,884 ნახვა
%d bloggers like this: