საზოგადოება

სოსო ოსორაულის ძმა, თორნიკე ახალაურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

Nusagi

გუშინ, 22 იანვარს, ფეისბუქმომხმარებელმა თორნიკე ახალაურმა, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონგოში გაუჩინარებული ქართველი პილოტი, სოსო ოსორაული ცოცხალია.

თორნიკე ახალაურმა, რომელიც მისივე თქმით, ოსორაულების ნათესავებს იცნობს, დაწერა, რომ სოსო მის ძმას ტელეფონით დაალაპარაკეს  და  ის უკვე  გერმანიის გავლით კონგოში ჩავიდა.

ინფორმაცია უარყო სოსო ოსორაულის ძმამმ გიორგი ოსორაულმა.

“მინდა გამოვეხმაურო facebook-ზე დადებულ პოსტს, რომელიც ეხება სოსო ოსორაულს, სადაც ნათქვამია, რომ მე ველაპარაკე სოსოს. ეს ინფორმაცია არის ტყუილი და როცა კი იმის საშუალება იქნება, რომ მას მართლა დაველაპარაკები, ამას საზოგადოება გაიგებს,“ – ამბობს სოსო ოსორაულის ძმა გიორგი ოსორაული.

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,847 ნახვა
%d bloggers like this: