კრიმინალი

აშშ-ის ნაკრების ყოფილ ექიმს 175 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

Nusagi

აშშ-ის ტანვარჯიშის ნაკრების ყოფილ ექიმს, ლარი ნასარს 175 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 100-ზე მეტი ქალის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობისთვის, რომელთა შორისაც ოლიმპიადის მონაწილეებიც იყვნენ. ინფორმაციას Аssociated Press ავრცელებს.

“სერ თქვენ არ იმსახურებთ ციხიდან ოდესმე გამოსვლის უფლებას, მე ახლახანს მოვაწერე ხელი თქვენი სიკვდილით დასჯის განაჩენს”-განაცხადა მოსამართლე როუზმარი ეკუილაინამ (ციტატა USA Today).

მინიმალური ვადა, რაც ნასარმა ციხეში უნდა გაატაროს, 40 წელია. განაჩენის აღსრულების ათვლა დაიწყება მას შემდეგ, რაც ის 60 წელს ციხეში გაატარებს, რომელიც  ფედერალურმა სასამართლომ 2017 წლის დეკემბერში მიუსაჯა საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელების ბრალდების გამო. ნასარი 54 წლისაა, განაჩენი იმას მოასწავებს, რომ ის სიკვდილამდე ციხეში იქნება.

24 იანვარს ნასარს მიჩიგანის შტატის სასამართლომ გამოუტანა განაჩენი. ბოლო 7 დღის განმავლობაში, პროცესზე 156 ქალი გამოვიდა, მათგან უმრავლესობა საკუთარი სურვილით. ნასარის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს ოლიმპიადის პრიზიორებმა ალექსანდრა რაისმანმა. მაკკაილა მარონიმ, ჯორდინ უიბერმა. მათი გამოსვლის შემდეგ ექიმმა განაცხადა, რომ მას სიტყვები არ ყოფნის, რათა გამოხატოს თავისი სინანული ჩადენილი დანაშაულის გამო. მისი თქმით, მსხვერპლთა სიტყვებმა ის შეაძრწუნა.

      

ნასარის წინააღმდეგ 31 იანვარს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი იტონის ოლქში გაიმართება. მის მიმართ წაყენებული ბრალდებები რამდენიმე სასამართლოს შორის გადანაწილდა.

 

 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,385 ნახვა
%d bloggers like this: