Uncategorized

დავით შუკაკიძეს თავს საკუთარ სახლთან დაესხნენ და სცემეს

Nusagi

ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის” ერთერთ ლიდერს დავით შუკაკიძეს ცოტა ხნის წინ თავს დაესხნენ. შუკაკიძეს მის საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“საფრთხეებს ვგრძნობდი იმისგან, ვინც უნდა დაიცვას მოქალაქეები, ძალოვნებისგან. აგიხსნით რატომაც: რამდენიმე ხნის წინ შევიტყვე, რომ დღევანდელი ერთერთი მაღალჩინოსანი, კონკრეტულად სოსო გოგაშვილი იყო ჩვენი უბედურების, მე პოლიტპატიმარიც ვარ, ყინწვისის სპეცოპერაციის თანამონაწილე, ჩანერგილი პირი ჩვენთან, მოჰქონდა და მიჰქონდა ინფორმაცია. მაშინვე გამიჩნდა მასზე ეჭვი.

მიახლოვდება ორი, ნახევრადნიღაბაფარებული პიროვნება, გავუყარე თვალი თვალში, დაიბნა, “დათო ბიძია, როგორ ხარ” – მეუბნება, იძვრება ჩემსკენ და რკინის ხელჯოხს მირტყამს თავის არეში. მე ვეცემი, მყისიერად ვდგები, გონებაში მაქვს ჩაბეჭდილი, რომ არ უნდა დავკარგო გონი. წამოვდექი ფეხზე და დავიწყე ყვირილი, მეზობლებო მკლავენ-მეთქი. ფანჯრები გაიღო მეზობლების. გადავაადგილედები 20 მეტრით, მეწევიან ესენი და აგრძელებენ ჩემს გვემას”-  განაცხადა შუკაკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,776 ნახვა
%d bloggers like this: