საზოგადოება

ნათია ფანჯიკიძე აშშ-ში, სავარაუდოდ, დიაბეტურ კომაში ჩავარდა

Nusagi

“თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი ლიდერის, ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე აშშ-ში, ქუჩაში ცუდად გახდა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ამის შესახებ ნათია ფანჯიკიძემ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

მისივე სტატუსიდან გამომდინარე, პოლიტიკოსის მეუღლე სავარაუდოდ , ხანმოკლე დიაბეტურ კომაში ჩავარდა. ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს და ინციდენტს ხუმრობით აღწერს:

“გუშინ ქუჩაში შევიქმენი გლახათ, როგორც ჰოსპიტალში დაადგინეს, შაქარი ახტა-დახტა. დაბნელდა ისე კარგად, არხეინად. ამ უდრტვინველობაში ალასამ ამიშალა ცოტა ნერვები, არაადეკვატურად შეეშინდა. რა განერვიულებდა, მეუთხარი, ხომ უნდა დაფიქრდე, მაქსიმუმ მოვმკვდარიყავი, მეტი ხომ ვერაფერი დამემართებოდათქო. ა, ხო, ახლა დავფიქრდიო, მოეშვა გულზე. ხოდა გამოვახილე თვალი, ანგელოზების პირველი პარტია ენთუზიაზმით სავსეები, მაგრამ არაკვალიფიციურები იყვნენ, ყველა გამვლელ-გამომვლელი არაკომპეტენტურად მიშლიდა ხელს ძილში, ზოგი ბანანს მჩრიდა ჭამეო, ზოგი პულსს მისინჯავდა. იმდენი პროდუქტი შევაგროვე, ვიფიქრე, არ ეგონოთ კარგად ვარ და უკან არ წამართვანთქო და დავიხუჭე თავიდან. ვიხილები და მოვდივართქო, მეორედ რომ დავიძახე და გამოვიხილე, ოი, ღმერთებო, ეს ამად ღირდა… ჟანგბადის ნიღაბი მადევს ცხვირზე და … დამტრიალებენ თავს ადონისები. მუსულმანების სამოთხეში მეგონა თავი, 72 ვაჟწული მეხვეოდა, 71 ნიუ იორკელი მეხანძრე და 72-ე თავად ალასა. 72-ვე იმისთანები იყვნენ, ავ თვალს არ ენახვებოდნენ. თქვენგენაცვალეთმეთქი, გავიფიქრე და ამდენი მშვენიერების ხილვისგან თავიდან გავხდი გლახად. მესამედ სასწრაფოს ექიმებმა დამასტუკეს. ახლა კი ვარ ვარდივით.”

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,363 ნახვა
%d bloggers like this: