კრიმინალი

ქართველ ექიმთან, დავით კანდელაკთან ერთად მოკლულმა პირმა 1 კვირით ადრე პოლიციას დახმარება თხოვა

Nusagi

ლუისვილის პოლიციამ ქართველი ექიმის, დავით კანდელაკისა და ჯოშუა რაისის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 23 წლის მამაკაცი დააკავა. ამერიკული მედიის ცნობით, ჯოშუა რაისი და მკვლელობაში ბრალდებული არონ ერნანდესი ერთმანეთს იცნობდნენ. მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთმანეთთან რომანტიკული უერთიერთობა ჰქონდათ, თუმცა ცოტა ხნის წინ დაშორდნენ.

WDRB News-ის მიერ მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ 10 იანვარს, დაახლოებით 1 კვირით ადრე, სანამ ცხედრებს იპოვიდნენ, რაისმა პოლიციას განცხადებით მიმართა და ერნანდესისგან დაცვა ითხოვა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ერთმანეთს ერთობლივი ცხოვრების შემდეგ დაშორდნენ, რათა მეგობრებად დარჩენილიყვნენ, თუმცა ერნანდესმა მისი თვალთვალი, დევნა და მუქარები დაიწყო. ახალი წლის წინ, ყოფილმა ბოიფრენდმა რაისს მიაკითხა და სახლში შეშვებას თხოვდა. რაისი წერს, რომ იძულებული იყო კარი გაეღო, რადგან ის ძალიან ხმაურობდა და სახლში დასაწყნარებლად შეიყვანა, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ერნანდესმა სახლის გასაღები მოიპარა.

შეგახსენებთ, რომ ჯოშუა რაისი და დავით კანდელაკი 18 იანვარს, ლუისვილში, აბიგეილ დრაივის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოკლულები აღმოაჩინეს.

დავით კანდელაკს ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა და ის პროფესიით ექიმი იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,600,117 ნახვა
%d bloggers like this: