Uncategorized

NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი: ტრამპი საქართველოს რუკაზე ალბათ ვერც იპოვის

Nusagi

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუს დღეს Facebook-ზე გამოეხმაურა.

23 იანვარს გადაცემაში “პირისპირ” თორნტონი NDI-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კვლევებში კითხვების ფორმულირებასთან დაკაშირებულ შეკითხვებს პასუხობდა. წამყვანის ერთ-ერთ კითხვას, რა მიზანი ჰქონდა კვლევაში ისეთი კითხვის დასმას, როგორიცაა მაგალითად,  “რომელი ქვეყანა უფრო ძლიერია სამხედრო თვალსაზრისით – რუსეთი თუ ამერიკის შეერთებული შტატები”, რაზეც გამოკითხულთა 41% პასუხობს რომ რუსეთი, ხოლო 36% – აშშ” და ხომ არ ცდილობს ამგვარ კითხვებზე მიღებული პასუხებით ორგანიზაცია ამერიკის პრეზიდენტისთვის მისი საგარეო პოლიტიკის ხარვეზების შეხსენებას, თორნტონმა ჯერ გადაცემაში განაცხადა, რომ მათ ასეთი მიზანი არ აქვთ, ხოლო მეორე დღეს წამყვანის შეკითხვის კრიტიკისას სოციალურ ქსელში დაწერა:

”გასულ ღამეს, “იმედის” ჟურნალისტმა სიტყვასიტყვით მკითხა, ხომ არ გეგმავდა NDI-ი აშშ-ის და რუსეთის სამხედრო ძალებზე კითხვის ამგვარად ფორმულირებით ამერიკის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს! მაგრამ მე მომწონს ვარაუდი, თითქოს ამხელა გავლენა გვაქვს!”, – წერს ლორა თორნტონი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,847 ნახვა
%d bloggers like this: