დიზაინი

კონკურსში გამარჯვებულ, ნინო ჯანიძის ნაძვისხეზე თითოეული სახლი ხელნაკეთია- ჩემი “ზღაპარი” 2 კვირაში შევქმენი 

Nusagi

რამდენიმე დღის წინ,  დასრულდა არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია   MON ARCH– ის კონკურსი “საუკეთესო ნაძვის ხე” , რომელზეც მონაწილეობა 700-ზე მეტმა კონკურსანტმა მიიღო. გამარჯვება წილად ხვდა ნინო ჯანიძის ხელნაკეთ ნაძვისხეს, რომლის საოცარი დიზაინი მნახველებს ბავშვობის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს.

Infopostalioni ნინო ჯანელიძეს დაუკავშირდა და ნაძვისხის შექმნის იდეის შესახებ რამდენიმე კითხვა დაუსვა. ნინო პროფესიით ჟურნალისტია. ამჟამად დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობს.

” პროფესიასთან დაკავშირებით როცა მისვამენ კითხვას, ყოველთვის აღვნიშნავ, რომ მიუხედავად არჩეული პროფესიისა და განსხვავებული სამუშაო გარემოსი, ჩემი სული და გული დიზაინის შექმნას ეკუთვნის და დღეს რომ მიწევდეს არჩევანის გაკეთება აუცილებლად დიზაინის განხრით წავიდოდი. “-გვითხრა ნინომ. მისივე თქმით, ხელნაკეთი ნაძვისხის-“საშობაო სოფლის” შექმნის იდეა თავდაპირველად 3 წლის წინ დაებადა, თუმცა მას შემდეგ,   საშობაო სოფელი ნელ-ნელა გააფართოვა და დახვეწა.

“სულ პატარა ასაკიდან დავიწყე ქსოვა, ქარგვა, შემდეგ თიხაზე, ბისერზე მუშაობა. წელიწად ნახევრის წინ კი ჩემს შემოქმედებას უფრო სერიოზული სახე მივეცი და შევქმენი ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი “ჯანინი”,  რომელიც მოიცავს სუტაჟის თასმისა და ნატურალური ქვებისგან დამზადებულ სამკაულებს. სწორედ “ჯანინი”-ს ბრენდს წარმოადგენს ჩემი ხელნაკეთი ნაძვის ხე.
მე მას საშობაო სოფელს ვეძახი, რომლის შემქნის იდეა სამი წლის წინ გაჩნდა. თავდაპირველად შევქმენი ორი სახლი, თავისი განათებებით, მოგიზგიზე კოცონით, კოცონის გარშემო მოთამაშე ბავშვებით და მოვათავსე სტანდარტული ნაძვის ხის ქვეშ.

  

მომდევნო წელს სახლების რაოდებობა კიდევ უფრო გავზარდე და მივხვდი, რომ ფანტაზიის არე საშობაო სოფლის განვითარების შესახებ იმდენად დიდი იყო, მისი ერთ სიბრტყეზე განთავსება შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ უნდა მომეფიქრებინა რაიმე ისეთი კონსტრუქცია, რომელზეც შევძლებდი ჩემი ფანტაზიებისთვის ხორცის შესხმას.
სწორედ ამ იდეის ძებნის პროცესში ვიყავი, როდესაც დამიკავშირდნენ თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორები და როგორც “ჯანინი”-ს დიზაინერს, შემომთავაზეს მიმეღო მონაწილეობა გამოფენაზე, სადაც წარმოდეგენილი იქნებოდა ქართველი დიზაინერების ნაძვის ხეები. რა თქმა უნდა ამ შემოთავაზებას ხელიდან ნამდვილად ვერ გავუშვებდი. ტელეფონის გათიშვის წამიდან მოვიძიე ავეჯის დამამზადებელი ხელოსნები, ავაწყობინე ხის საყრდენი კონსტრუქცია და ზუსტად 2 კვირაში შევქმენი ჩემი “ზღაპარი”, სადაც  თითოეული სახლი არის ხელნაკეთი. დამზადებულია მუყაოსა და სხვა და სხვა სამშენებლო მასალისგან.”-გვითხრა ნინო ჯანიძემ.

  

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,599,890 ნახვა
%d bloggers like this: