ხელოვნება და კულტურა

პირველი არხის ფილმმა “სანდენსის” კინოფესტივალზე გაიმარჯვა

Nusagi

“სანდენსის“ 2018 წლის კინოფესტივალზე, მოკლე დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში, თამთა გაბრიჩიძის ფილმმა „სოვდაგარი“ გამარჯვება მოიპოვა.

„სანდენსის“ საერთაშორისო კინოფესტივალი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იუტას შტატში ყოველწლიურად იმართება.

ფილმი რეჟისორმა პირველი არხის პროექტ „ტელებგლოში“ გადაიღო.

„სოვდაგარის“ დისტრიბუციის უფლება მსოფლიოში უმსხვილესმა ინტერნეტ ტელევიზიის ქსელმა „ნეტფლიქსმა“ შეიძინა.

თამთა გაბრიჩიძის ფილმის მთავარი პერსონაჟი – გელა, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და მეორად ტანსაცმელს ძველი მიკროავტობუსის საბარგულიდან ყიდის. ის ვაჭრობს ადგილებში, სადაც ფულზე მეტად კარტოფილი ფასობს.

წყარო:პირველი არხი

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,398 ნახვა
%d bloggers like this: