გული მერევა! ,,ბარიგაზე” კი არა, უსუსურ, დოყლაპია ხელისუფლებაზე

ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

ჯონდი ბაღათურია: როცა ვხედავ, რომ ვიღაც ძუნძგლიანი ”წამლის ბარიგა”, ნარკოტიკებით გამოთაყვანებულ თვალებს აბრიალებს და ხელისუფლებას ემუქრება:  თუ ნარკოტიკებით ვაჭრობის უფლებას არ დამიკანონებთ დაგამხობთო, მე გული მერევა!!!

ამ ”ბარიგაზე” კი არ მერევა გული … არამედ ხელისუფლებაზე !!!

უსუსურ და დოყლაპია ხელისუფლებაზე !!!

არც უცხო ქვეყნიდან მართულ და დაფინანსებულ ”პოლიტიკანებზე” მერევა გული ვინც ამათ მხარს უჭერს, ესენი იცი რომ მტრებია, აღა-მაჰმადის, თემურლენგის და ოსმან-ფაშას ”მემკვიდრეები” არიან, შენი დედა-ბუდიანად ამოწყვეტა აქვს დავალებული და მორჩა, ამათთან ყველაფერი ცხადი და გასაგებია !!!

გულის ამრევია ის ”საძოვარზე მიშვებული, საშოვარს გადაგებული ნახირი” ვინც ახლა დუმს და ელოდება იქ, ”ზევით” როგორ გადაწყდება საქმე !!!

და როცა გაიგებს საით გადაიხარა საწორი, მერე ყველაზე ხმამაღლა დაიზმუვლებს:
”მეც ხომ ვამბობდი ერთი-ორი მარქშეიდერი გვჭირდებაო” !!!

კაცი თუ ვინმე ყოფილა ამ ხელისუფლებაში ხუნდაძე და გახარია ყოფილა !!!

ამ ორმა და ხო მართლა, უნდა ითქვას რომ სოფო კილაძემ და წიკლაურმაც, ცხადად და გასაგებად თქვეს რასაც ფიქრობენ: ნარკოტიკების მოხმარებისთვის კაცი ციხეში არ უნდა ლპებოდეს, მაგრამ ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის და გავრცელებისთვის სასჯელი უნდა გამკაცრდესო !!!

რა არი აქ გაუგებარი და ”ყირამალაზე” დასადგომი ?!

P.S. საერთოდ არ ვიცნობ მსახიობ ”ბახალას”, არც ფილმი მინახავს რამე მისი მონაწილეობით, ამიტომ მის შესახებ არც უარყოფითი და არც დადებითი განწყობა არ მაქვს …
თუ ამ კაცს ნარკოტიკი ჩაუდეს მაშინ მთელი საქართველო ფეხზე უნდა დადგეს …

და თუ ისევ იმისთვის ყვირის ვინმე ბარიგობის უფლება მოგვეცითო, მაშინ უკვე გითხარით რომ გულის ამრევია არა ის ვინც ასე განაგლდა, არამედ ის ვისმა დოყლაპიობამაც გაანაგლა.

Facebook Comments

ახალი დადებული