ახალი დამატებული

პირველ ეტაპზე, ტაქსის მძღოლები ნებართვის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებენ

Nusagi

„პირველ ეტაპზე, ტაქსის მძღოლები ნებართვის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებენ“-ამის შესახებ, დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, თავდაპირველად ტაქსის მძღოლებს მხოლოდ ნებართვის აღება მოუწევთ.

„ტაქსი გადის M1 კატეგორიაში გადის, რაზეც რეგულაცია არ არის და ამ ცვლილებებით, ნებართვის ქვეშ მოექცევა. ამ მიმართულებით, შემოსავლების მიღებაზე არ ვართ ორიენტირებული. პირველ ეტაპზე სავალდებულო იქნება ნებართვის აღება, რასაც მძღოლები გამარტივებული წესით შეძლებენ. ნებართვის გამცემი იქნება მერიის ერთ-ერთი სამსახური. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ტაქსის მძღოლებს ნებართვის მისაღებად მხოლოდ პირადობის მოწმობა, ავტომობილის ტექ-პასპორტი და მართვის მოწმობა დასჭირდებათ,“-აღნიშნა მუმლაძემ.

მისივე თქმით, ნებართვის გაცემის პროცესში რეგისტრაციის ადგილს მნიშვნელობა არ მიენიჭება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,055,864 ნახვა
%d bloggers like this: