სამართალი

პირი, რომელმაც თბილისის პროკურორის მოადგილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მედიასთან კომენტარს აკეთებს

Nusagi

პირი, რომელმაც თბილისის პროკურორის მოადგილეს, გიორგი გაბოძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს:

„ფიზიკურ დაპირისპირებას ვერ დავარქმევ. თვითონ მანქანაში იჯდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, ჩაწეული ფანჯრიდან მომიქნია ხელი და როგორც ყველა კაცი მოიქცეოდა, მეც ხელი მოვუქნიე, მართლა ვერ გეტყვით მოხვდა თუ არა ხელი, მანქანაში ძნელია გარედან ხელის მორტყმა“- თქვა გავაშელმა და წყნეთის ქუჩაძე განვითარებული მოვლენები გაიხსენა:
“ორი მანქანა შევეჩეხეთ. ჩვენ უკნიდანაც მოგვადგა მანქანა, ანუ ფიზიკურად ვერ დავხევდით უკან. 5 წუთი მანქანიდან ვუხსნიდი, ცოტა გაიწიე და გაგვატარეთქო. რომ არ გაიწია, მეგონა ვერ გაიგო, გადავედი მანქანიდან, რომ ახლოდან ამეხსნა. ამ დროს მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელი გამომიქნია მანქანიდან, მეც მოვიქნიე ხელი და ფანჯარა აწია. შემდეგ ჩავჯექი მანქანაში, უკან დავიხიეთ, 100 მეტრზე მეტი ვიარეთ ქვევით. შემდეგ შეეძლო ისევ გავეტარებინეთ, გზა აძლევდა ამის საშუალებას, მაგრამ ისე გადაგვიკეტა, რომ ვერანაირად ვერ წავედით. მანქანიდან გადმოვედი და სახლში ავედი ცოლთან და შვილთან ერთად“, – განაცხადა თენგიზ გავაშელმა.
გავაშელი საგამოძიებო ორგანოში მეუღლესთან ერთად მივიდა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,791 ნახვა
%d bloggers like this: