საგარეო პოლიტიკა

საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნებში, ჩართული არიან ორგანიზებულ დანაშაულში

Nusagi

 

ევროკომისიამ გამოაქვეყნა პირველი ანგარიში, რომელიც სავიზო ლიბერალიზაციის ამოცანების შესრულების ჭრილში შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ მომზადდა.  ანგარიშში ევროკომისია განსაკუთრებული სიმწვავით ორგანიზებულ კრიმინალში ქართველთა ჩართულობაზე მიუთითებს.

“ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, საქართველო კვლავ რჩება ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად, რომლის მოქალაქეებიც ჩართული არიან ორგანიზებულ დანაშაულში. ქართული კრიმინალური დაჯგუფებები არიან საკმაოდ მოქნილები და ისინი წარმოდგენილი არიან არაერთ ქვეყანაში, ისინი ძირითადად ქურდობასა და ყაჩაღობაზე არიან ორიენტირებული. განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში”, – წერია ევროკომისიის ანგარიშში.

ის პრობლემები, რომლებზეც ევროკომისიის ანგარიშშია საუბარი, ამ დროისთვის საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას არ გამოიწვევს, თუმცა მათმა შემდგომმა გამწვავებამ შესაძლოა, აღნიშნულის რისკი გაზარდოს.

ევროკომისიის ანგარიშში  დადებითად არის შეფასებული ის საინფორმაციო კამპანია, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობის პოპულარიზაციისთვის აწარმოა.

ევროკავშირი უფლებას იტოვებს, რომ თუ საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ე.წ. შეჩერების მექანიზმით ისარგებლოს და ვიზალიბერალიზაციის საკითხს გადახედოს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,633 ნახვა
%d bloggers like this: