პეტრე საყვარელიძე გახმაურებულ დანაშაულებზე დაკავებული პირების მიმართ გამოყენებული სასჯელის გარშემო , საზოგადოების რეაქციას ეხმაურება
“ქრთამს აიღებენ, მერე თუ დაიჭერენ, ტირიან მოთქმით, ჩვენც გვეცოდება… ტონა წამალს ეზიდებიან და ჩავარდნისას იწყება ისევ ტირილი, არიქა, ეს რას მიშვებითო … ყველა არაკანონიერ ქმედებას, მარტივად რომ ვთქვათ, კრიმინალს, კომპლექტში მოყვება დაჭერის და “სროკის” პერსპექტივაც, მერე ზლუკუნი და დედა მინდა, მამა მინდა როდიდან გახდა საშველი?”-წერს პეტრე საყვარელიძე და მიაჩნია, რომ დეკრიმინალიზაციის კანონი მისაღებია.
“პარადოქსად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ დეკრიმინალიზაციის კანონი რომ აუცილებლად მისაღებია, ამ ამბებმა უფრო მკაფიოდ დამანახა. 1000-ის მაგივრად 2-3 აბიც რომ ქონოდა, მინიმალური დადგენილი დოზის არარსებობის გამო, იგივე მუხლით გაასამართლებდნენ და 8 წელზე მეტის მიცემაც შეეძლოთ.”-წერს პეტრე საყვარელიძე.