პოსტები სოციალური ქსელიდან

ყველაზე მეტად თუ რამე მომწონს ამ უფულო ტელევიზიაში ჩემი საქმის გარდა, დამოკიდებულებებია ერთმანეთის მიმართ, რაც გვაძლებინებს

Nusagi

რუსთავი2 -ის ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება  აკაკი გოგიჩაიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილს, სადაც ის ტელევიზიის შიდა სამზარეულოზე საუბრობს და “იმედზე” გადასვლის მიზეზებს ასახელებს. ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტს მისივე ადრესატი, აკაკი გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა, შემდეგ კი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი.

 

ნანუკა ჟორჟოლიანი: კაკოს პირველი პოსტი უკომენტაროდ დავტოვე. მიუხედავად იმისა, რომ რ2 ჩემიცაა. (2001-2009) (2012-2018) კი გამოვიდა 14 წელი და ეს ნამდვილად ბევრია, როცა თავად ხარ 38 ის:) თან, კაკო არის ადამიანი, რომელსაც პატივს ვცემ, წლები მაკავშირებს. უბრალოდ, მეორე განცხადებაში გაკეთებულმა მინიშნებამ, “კარგია ვერავინ თქვაო..” საჭიროდ ჩავთვალე მეც მეთქვა რაღაც.

ნიკა გვარამია არის ხელმძღვანელი, რომელთანაც მე ნამდვილად მქონია კამათი, თან ცხარე. მაშინ როცა რ2-ის წილების გადანაწილება მიდიოდა. საჯარო პოსტიც კი დავდე, როგორ არ ვეთანხმებოდი მათ, ( დღეს უკვე წასულ- წამოსულებს) როცა სხვების ქონებას ინაწილებდნენ. იქნებოდნენ ესენი ყარამანიშვილები, თუ ქიბარ ხალვაში. მაშინ ძალიან ცოტამ გაბედა ნიკასთვის იმის თქმა, რომ იდეა არ იყო სწორი. პირიქით, არწმუნებდნენ, რომ სხვების ქონებაზე დაპატრონება ერთადერთი სწორი გზა იყო.

ჩავარდა ეს გეგმა და სად არიან ის ადამიანები, რომლებიც მაშინ %ებს აქტიურად იწერდნენ? თორემ დღეს, ვინც არხზე დავრჩით, თითქმის ყველამ უარი ვთქვით “წილებზე”.

ამდენი რატომ ვწერე, ნიკასთან განსხვავებული აზრის დაფიქსირება სულაც არაა პრობლემა. შეიძლება ნიკა გაღიზიანებდეს, არ ეთანხმებოდე, მაგრამ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა დააბრალო, ისეთივე არასწორია, როგორც მაშინ, სხვების ქონების გადანაწილება. ყველაზე მეტად თუ რამე მომწონს ამ უფულო ტელევიზიაში. ჩემის საქმის გარდა, დამოკიდებულებებია ერთმანეთის მიმართ, რაც გვაძლებინებს და მტერს აფიქრებინებს, რომ “გიჟები” ვართ, ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით. იმედია, კაკოს პოსტი ბოლოა, რომელმაც კიდევ ერთხელ მათქმევინა, “მეგონა აღარაფერი გამაკვირვებდა”

აკაკი გოგიჩაიშვილი: ნანუკა, შენთვის რომელი თემა უნდა დაებლოკათ ვერ ვხვდები

ნანუკა ჟორჟოლიანი: ოპოზიციის პიარი კაკო. სეზონი ალეკო ელისაშვილის პორტრეტით დავიწყე. ზალიკოს მთავარი კონკურენტის. თათბირებიც მახსოვს, როცა გადიოდით თემებს, მაგრამ მართლა მაინტერესებს, წილების გადანაწილება რომ ხდებოდა ეთერში მაშინ რატომ არ დაუწუნე გადაწყვეტილება დირექტორს?

ნანუკა ჟორჟოლიანი: მახსოვს ერთხელ ნიკამ გითხრა, დაანებე თავი ამ ბიზნესის წინააღდმეგ გადაცემებს, ისედაც ძლივს არსებობენო. მაშინ თითქოს შენც დაეთანხმე. დეტალურ დიალოგს არ დავწერ. ეს გახდა შენი წასვლის მიზეზი?

აკაკი გოგიჩაიშვილი: რამდენადაც მახსოვს წილებს კენჭი უყარეს, და იქ ცალკეულ განყოფილებებზე იყო საუბარი და არა ფიზიკურ პირებზე, :)) და რაც შეეხება თათბირს, ისიც ხომ არ გახსოვს რომელ ბიზბნესზე იყო ამ დროს საუბარი (რადგან სხვა აკრძალული თემების შესახებ ყური არ მოგიკრავს) – პირადი ინტერესის საგანზე, – ჩემთვის მიუღებელია ისიც, თუკი რომელიმე ბიზნესი კომპანიას ან კერძო პირს ჩაგრავს, და ამაზე ხმის ამოღება არ შეიძლებ,ა რადგან ვიღაცის პირად ინტერესში ეს არ არის.

თეა ადეიშვილი: ისეთი გაოცებული ვარ!!! 2 კვირა ველაპარაკებოდით ნუ წახვალ-მეთქი, ერთხელაც არ უთქვამს ის მიზეზები, რაც გუშინ დაწერა და კიკალას ხსენებამ საერთოდ გამაოგნა!!!

აკაკი გოგიჩაიშვილი: ნუ დააგვიანებ კრებებზე და გაოცებულიც აღარ დარჩები.

თეა ადეიშვილიკაკო, არ გრცხვენია ამ პასუხის მაინც?! რა შუაშია კრებებზე დაგვიანება?! დავიწყოთ იქედან, რომ სწორედ მაგ დღეს არ მოვსულვარ დაგვიანებით როცა შენს გადასვლაზე პირველად ვისაუბრეთ და სხვებთან ერთად მე ჩემი გითხარი, კიდევ ვიფიქრებო გვიპასუხე და არც კიკალა გიხსენებია მაშინ და არც ნიკას სარედაქციო ჩარევები… სულ სხვა ეჭვები გამოთქვი და რა თქმა უნდა, ამაზე საუბარს აქ არ ვიკადრებ! შენ კი ირიბად ამბობ, რომ იქ დარჩენილებს ღირსება არ გვაქვს, მაგრამ რადგან ხმას არ ვიღებთ მართლა ასე ხო არაა!!! ხო მე ყველაზე უდისციპლინო თანამშრომელი ვარ ყველა სამსახურში, მაგრამ არცერხელ დამიზარალებია ჩემი საქმე და ჩემი სამსახური, რომელიც ჩემი ოჯახია!!!

აკაკი გოგიჩაიშვილი: კარგი, სხვასხვა ენაზე ვსაუბრობთ, არაფერ შუაშია არ არის არცერთი სიტყვა რასაც წერ ჩემს ნათქვამთან

თეა ადეიშვილი: შენი სიმართლე ახლა ჩემთვის ტყუილია კაკო.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,666 ნახვა
%d bloggers like this: