საგარეო პოლიტიკა

ჩემპიონატზე დასასწრებად საქართველოს მოქალაქეებისთვის საკმარისია მატჩის ბილეთი და გულშემატკივრის მოწმობის მიღება

Nusagi

რუსეთის მხარე არ გამორიცხავს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა რუსულ გამოცემა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„სავიზო რეჟიმი საქართველოს თითქმის ას ქვეყნასთან აქვს გაუქმებული, მეტწილად ცალმხრივი გადაწყვეტილებით. ასეთია იმ სახელმწიფოების საერთო პრაქტიკა, რომელთაც ტურისტების მოზიდვა სურთ. თუმცა თანამედროვე მსოფლიოში, სადაც უსაფრთხოების სფეროში საფრთხეები იზრდება, ავტომატური ორმხრივი უვიზო რეჟიმის იმედის ქონა არ შეიძლება. ცნობილია, რომ საქართველოს მოლაპარაკებებისთვის წლები დასჭირდა და ეროვნულ კანონმდებლობაში ცვლილებაც კი შეიტანა, რათა შენგენის ზონის ქვეყნებთან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმისთვის მიეღწია (თუმცა საქართველომ უკვე 2006 წელს შეწყვიტა ევროკავშირის ქვეყნებისთვის ვიზის მოთხოვნა). მაგრამ, როგორც რუსულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას,“ – აღნიშნა კარასინმა.

გრიგორი კარასინმა  აღნიშნა, რომ ისურვებდა შეზღუდვები მაქსიმალურად შერბილდეს და ნამდვილად მზად არიან უვიზო რეჟიმზე ფიქრისთვის, თუმცა მოქმედებაზე გადასვლას ხელს უშლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზები.

„საუბარი ეხება ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას – ანუ ყველა იმ ბოროტებასთან, რომელიც ხანდახან ჩვენს ტერიტორიებზეც აღწევს. როცა საქართველოს წარმომადგენლებს ვხვდებით, ეს საკითხებიც განიხილება. თუ ამ სფეროში ეფექტური კონტაქტები გვექნება, რატომაც არა,“ – განაცხადა კარასინმა.

„საქართველოში, როგორც პანკისის ხეობაში, ისე თბილისში პერიოდულად ტარდება სპეცოპერაციები სავარაუდო ტერორისტების დასაკავებლად. ერთი ასეთი ოპერაცია სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა. ასე რომ, ამ საფრთხეების გამორიცხვა არ შეიძლება. ეს რეალობაა,“ – განაცხადა კარასინმა.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის საჭიროა თანამშრომლობა და მუშაობა ტერორიზმისა და ექსტრემიზმისთვის ყველა არხის გადასაჭრელად და თუ ამას მიაღწევენ, უკვე თამამად შეიძლება უვიზო რეჟიმის შემოღებაზე გადასვლა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შეექმნებათ პრობლემები ქართველ გულშემატკივრებს, რომლებსაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება სურთ, კარასინმა განაცხადა, რომ „ჩემპიონატზე დასასწრებად საკმარისია მატჩის ბილეთის შეძენა და გულშემატკივრის მოწმობის მიღება“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,897 ნახვა
%d bloggers like this: