პოსტები სოციალური ქსელიდან

ვატო ნადირაძე: ეს ფოტო, მგონი 2001 წელსაა გადაღებული, ამ დღეს ტრადიციული ბრიფინგის წაყვანა დამევალა

Nusagi

“სიტყვის თავისუფლებაზე” ატეხილმა ვაივიშმა გამახსენა: ეს ფოტო, მგონი 2001 წელსაა გადაღებული, “რუსთავი2” ჰოლდინგში გადასვლამდე, კანცელარიის პრესცენტრში მუშაობისას. ამ დღეს ტრადიციული ბრიფინგის წაყვანა დამევალა. როგორც წესი, ყოველ ბრიფინგზე კითხვა-პასუხი დისკუსიაში გადადიოდა. უნდა მოგესმინათ რამდენი სიბრიყვის მოსმენა უწევდა ჟურნალისტებისგან, ხშირად ლამის შეურაცხყოფამდე. უძლებდა, არ ამოხტებოდა კანიდან ზოგიერთივით.

იმ დღეს მე ვერ მოვითმინე და შევაჩერე პირველი არხის(!) წარმომადგენელი, აქ ბრიფინგია, დისკუსიის დრო არააა-მეთქი.. ისიც გამახსენდა: შევარდნაძის პერიოდში რაიმე თანამდებობაზე მუშაობა, 2003 -დან “მგლის ბილეთივით” რომ გახდა. რის საჯარო სამსახურის პერსპექტივა, ან ამ ფოტოს როგორ გამოვაჩენდი კედელზე.

დღეს, “თვითლუსტრაციის” არ მეშინია,”რუსთავის” ჰოლდინგში ვმუშაობდი-თქო, ვთქვი ზემოთ. მითუმეტეს, ლამის პენსიის ასაკის ვარ და… ერთ ადგილას, “მგლის ბილეთი” კი არა, აბონემენტი რომ მქონდეს მრავალჯერადი”-წერს ვატო ნადირაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,055,864 ნახვა
%d bloggers like this: